რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გზათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, ინჟინერმა გვარამაძემ და რესპუბლიკის ნავსადგურ-სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა მამაცაშვილმა ჩაიბარეს ბათუმის ნავსადგური, რომელსაც სანიტარული, ტექნიკური და კომერციული მხრივ გაუმჯობესება ეტყობოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ხარაზოვი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე თელავის ვაჟთა გიმნაზიის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 19 ივლისს, 19 სთ-ზე რეალურ სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკური საზოგადოების კრებაზე, ინჟინერი ს. აკენტიევი წაიკითხავს მოხსენებას: Об обследовании Горийского землетрясения.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია სია იმ ახალი წიგნებისა, რომლებიც ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის საქართველოსთან შეერთების სამახსოვროდ დაბეჭდა და ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებას ეხებოდა: „რა ენით უნდა განათლდნენ ქართველ მაჰმადიანთა ძენი“, „ქართველი მაჰმადიანი ქალი და მრავალი ცოლიანობა მათში“, „ცრუ მორწმუნება ქართველ მაჰმადიანისა და მათი ცხოვრების თარეში“ და სხვ. სულ გამოიცა 10 წიგნი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, დოლიძე სოხუმის რეალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის წინადადებით მიიღეს მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების კანონის საბოლოო ტექსტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით თამარ გიორგის ასული ზაალიშვილი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად მუშობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბერს გრიგოლ იასონის ძე ნათაძე თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში იოსებ გრიგოლის ძე ავალიშვილი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 18 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ. N129) გაიმართება საოჯახო საღამო-კონცერტი პარიზის დიდი ოპერის არტისტის მიშელ დარიალ ნანობაშვილის, საბინინის და გაბაშიძის ქალის მონაწილეობით. დადგმული იქნება მოქმედება „ებრაელი ქალიდან“, როიალთან გოლდმანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი სოკოლოვი ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნის მხატვრულ მხარეზე უნდა ემუშავა ევგენი ლანსერეს, ვლადიმერ ელსნერს გრიბოედოვის შესახებ წერილი უნდა დაეწერა, ტიციან ტაბიძეს კი – მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 ივლისს წლის პანაშვიდს გადაუხდიან უდროოდ გარდაცვლილ პორუჩიკ კონსტანტინე (კოლია) ერასტის ძე ბესელიას სოფელ ნოსირში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა გრიგოლ წერეთელი, რომელიც ლექციების წაკითხვას აპირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ სემესტრში რუსულად, შემდეგ – ქართულად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ელენე ვაჩნაძე თბილისის პირველ გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 (რედაქტორი კატო მიქელაძე) რედაქციის სახელით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რომ აღნიშნული გაზეთი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოდიოდა. ის დაიბადა რევოლუციის დასაწყისში და მოწმე იყო ისტორიული მოვლენებისა: რუსეთის დაშლა, ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება-დაშლა, საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადება და ა.შ. სტატიაში ნახსენებია ასევე გაზეთი „ალიონი“, რომელიც გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“ „უდღეურს“ უწოდებდა პუბლიცისტ ი. კვიცარიძის პირით „იმერეთის კანტორიდან“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისს ქ. კავკავში, თერგის ოლქში, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ვასილ იოსების ძე არდიშვილმა, ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ და სახალხო კომისართა საბჭოს სასურსათო საქმეთა კომისარმა იოსებ ისიდორეს ძე ელერდოვმა დადეს ხელშეკრულება, რომ თერგის ოლქიდან საქართველოს რესპუბლიკაში პურის გაგზავნას საფუძვლად დაედოს საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრინციპი.