რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა კავკასიაში გასავრცელებლად საფრანგეთიდან საჩუქრად 600 ცალი აბრეშუმის ჭიის თესლი მიიღო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს კ. ჭავჭავაძე ოზურგეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საზოგადოების დაინტერესებასა და მონაწილეობას ცდილობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე ეგზარქოსის განკარგულებით გადაწყდა, იმერეთის მღვდელთმთავარ გაბრიელის ქადაგებათა ორივე ტომი ქართლ-კახეთის ყველა ტაძარში დარიგებულიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის „დროების“ გამოწერა თელავში, ივანე როსტომაშვილის მაღაზიაში, შეიძლებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ვ. ვ. სმიტენს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, სიღნაღის, თელავის, სურამისა და კოდალოს სასამართლოების განყოფილებათა რევიზია დაავალა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის იანვარში კონსტანტინე ალშიბაია კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის თებერვალში ბათუმის სასამართლოს მომრიგებელი მსაჯული ა. ბონდარევი გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ადოლფ რემერტიმ რუსეთის სახალხო ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების სხდომაზე აბასთუმნისა და კავკასიის მინერალური წყლების შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ახალგორის სკოლის მასწავლებელმა ალექსანდრე ზედგინიძეს სკოლისთვის საჩუქრად მიღებული წიგნების დაბრუნება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისს რუსეთის სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი ანტონ რუბინშტეინი ეწვეოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის „დროებაში“ კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წლიური ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ალშიბაია, სოლომონ წერეთელი, ლევან კაკაბაძე, ეგნატე გორდაძე, დავით კაკაბაძე, თედორე მოსეშვილი, ნესტორ წერეთელი, პეტრე ცაგარეიშვილი და გრიგოლ ბალანჩივაძე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, სალოვის თბილისში ჩამოსვლა დაიგეგმა.

