საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ივლიტა ფარსადანის ასული ნაკაშიძისა თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის უმცროსი მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 17 ივლისს კორნელი ილარიონის ძე ბახტაძე კომუნისტობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფააკულტეტის კურსდამთავრებული ნინო იოსების ასული ლორთქიფანიძე სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ოქტომბრიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სკოლის მასწავლებელმა ივანე ლუკას ძე ბახტაძემ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში კლასთა დამრიგებლების თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 დეკემბრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე ივანე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით მღვდელი ზაქარია ცინცაძე ფოთის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძე ხონის ვაჟთა გიმნაზიაში გალობის მასწავლებლად მუშაობდა.

1902

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ბესარიონის ძე ბახტაძემ 1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

სადმელის რაიონის ორკლასიანი სასწავლებლის ყოფილი ზედამხედველი ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე ითხოვდა მისი და მისი მეუღლის, სამტრედიის ქალთა სასწავლებლის მასწავლებლის, ალექსანდრა ბახტაძის სადმელის სკოლებში დამსახურებული ხელფასით უზრუნველყოფას.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნეკროლოგი საგანგებო ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნისთვის, რომლებიც წითელი ხიდის მიმართულებით დაეცნენ ბრძოლის ველზე: სერ. კიკნაველიძე, დან. რაზმაძე, შ. მაჭარაშვილი, არსენ ბერუაშვილი, სამ. სიხარულიძე, თედორე გიორგაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნეკროლოგი საგანგებო ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნისთვის, რომლებიც წითელი ხიდის მიმართულებით დაეცნენ ბრძოლის ველზე: ოფიცერი ბარ. ლაბაძე, ჩახუნაშვილი, მ. ვადაჭკორია, ი. გობეჩია, გალ. გოგოლაშვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ვახტანგ ჭანკვეტაძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს გერონტი ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს აკაკი ძიმისტარაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს გერვასი ღვალაძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ივანე ხოსიტაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნიკოლოზ ხუხუნმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ვლადიმერ ხვიტიამ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბორის ხოჭოლავამ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს მირონ ცინცაძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ლადო წიკლაურმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ლუკა ციხისთაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში ჩამოვიდა იტალია-კავკასიის გამნაღდებელ ბანკის გამგე მ. მ. პინტო, რომელმაც დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოზე ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა შედეგი იყო იმ განწყობილებისა, რომელიც იტალიაში საქართველოს მიმართ არსებობდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ბენიამინ ბარამიძემ დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია.