რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება თარიღი კლებადობით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ექიმ გრიგოლ გაბაშვილის ლექციის წაკითხვის თარიღი დააზუსტეს.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის პედაგოგი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 54 მოსწავლიდან (ვაჟი – 52 , ქალი –2) ოცდათერთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის მარტში გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მეოთხე გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა ლექსები: „ჩიტი“, „სიმღერა ამხანაგებისა“, ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“ (მყინვარი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და მოთხრობებიდან: „კაცია–ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან მიიღო წერილი, რომ სტატიამ „კატკოვის პასუხად“ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ მასზე, არამედ მასთან ერთად მყოფ სომხებსა და რუსებზეც.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის მარტის ჟურნალ „იმედში“ დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „დამტვრეული ოცნებანი“, რომელშიც აღწერილია ამბავი ილია ჭავჭავაძის უდიდესი როლის შესახებ სამოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ მიიღო დეპეშები, რომლებშიც თანადგომასა და მადლობას უცხადებდნენ სტატიაში „კატკოვის პასუხად“ გამოთქმული მოსაზრებების გამო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემომწირველებს მადლობა გადაუხადეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლათა შენობებისთვის გეგმის შედგენის ორგანიზება დაავალეს.

