საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90457

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს პ. ა. საბაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს დ. ბ. მიროტაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს კ. ცინცაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას არ დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე სერგეი კიროვმა იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე აბელ ენუქიძემ იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ლევან ღოღობერიძემ იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს დ. ნასარიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს ი. ჯორბენაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხოლოდ შალვა ელიავამ დაუჭირა მხარი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე გრიგორ სოკოლნიკოვმა იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს მ. ს. ყარალაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს აბელ ენუქიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე მიხეილ კახიანმა იოსებ სტალინის საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის თეზისებს მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ელიაშვილს 18 სექტემბერს მწერალთა სასახლეში არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს დასაგეგმად დანიშნულ კრებაზე დასწრება სთხოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ ცუდი გზების გამო მან დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა და სამი დღის შემდეგ გაემგზავრებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ მან და გრიგოლ პატარაიამ წიგნებს ფასები მიუმატეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ მის ნაცვლად ვინმე დღიურად სამუშაოდ მიეწვიათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საზოგადო კრების დანიშვნის საკითხი დასვეს. გამგეობის დადგენილებით კრება 22 ოქტომბერს, 11 საათზე, დაინიშნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ დაამზადეს 3 200 რვეული და გამგეობას შესთავაზა, ცალი რვეული 3 000 მანეთად გაეყიდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის სექტემბერში ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორმა საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის იდეას მხარი დაუჭირა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტმა საზოგადოების წარმომადგენელი არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაგეგმილ საგანგებო კრებაზე მიიწვია. კრება უნდა გამართულიყო იმავე დღის 19 საათზე ხელოვნების სასახლეში (სერგიევის ქუჩა N13-ში).

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების კავკავის განყოფილებამ გამგეობას სკოლისთვის 120 ცალი „დედა ენის“ I ნაწილი სთხოვა, 100 – II ნაწილი, 60 ცალი – „ქართველი მწერლების“ I და 40 – II ნაწილი. გამგეობამ კავკავის განყოფილების თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება,  სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.