რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს იაკობ სტეფანეს ძე სტეფანოვი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ინპექტორმა სტეფანოვმა თედო სახოკიას ბინაში აკრძალული ლიტერატურის აღმოჩენის შემდეგ მას ურჩია სემინარია თავისი ნებით დაეტოვებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თედო სახოკიასა და მიხა ცხაკაიას ბინის დათვალიერებისას სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა დამალული პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოაჩინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაციის“ აღმოჩენის შემდეგ თედოს სასწავლებლის თავისი ნებით დატოვება ურჩია, რადგან ყოფაქცევაში უმაღლესი შეფასების გარეშე სხვა სასწავლებელში სწავლას ვერ გააგრძელებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ გაიცნო ზაქარია ჭიჭინაძე.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს ივანე ბარნაბიშვილი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეთა მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური წრის ხელმძღვანელი.
1885
ტიპი: მფლობელობა
1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარსა და ივანოვს გოლოვინის პროსპექტზე კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდათ გახსნილი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარი და ი. ივანოვი თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს აკრძალულ წიგნებს ქირით აძლევდნენ ბიბლიოთეკიდან.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თედო სახოკია სემინარიის პანსიონიდან კერძო ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

