რეგისტრირებული ფაქტები91869
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეშვიდე სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სამკითხველოს გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების ყულაბის გახსნა არჩილ ჯორჯაძესა და პეტრე მირიანაშვილს მიანდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ივან (იოჰან) მილბერგი თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი იყო.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დიდუბის სამკითხველოს 10 მანეთის წიგნები გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1881, 1882, 1883, 1884 და 1885 წლებში გიორგი ქართველიშვილი იხდიდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს, 20 მანეთს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯების დასაფარად 1124 მანეთი და 38 კაპიკი გასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6655.56 მანეთი ისესხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და იაკობ ღულაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ანდრია ღულაძეს თონეთის სკოლების შემოწმება დაავალა.

