რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება თარიღი კლებადობით
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაბეჭდილ სტატიაში „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“ პეტრე უსლარი აღნიშნავდა, რომ აფხაზური და ოსური ენების დამწერლობისთვს ძირი ქართული ანბანი უნდა გამხდარიყო. პოლიტიკური მოსაზრების გამო ეს აზრი უარყვეს და აფხაზურ და ოსურ დამწერლობას საფუძვლად რუსული ანბანი დაედო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა მოსკოვის თეატრში დაიწყო მუშაობა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „საპოლიტიკო მიმოხილვა“ დაიბეჭდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და იოსებ ცხვედაძეები სასწავლებელს ეწვივნენ.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ლევ ნიკოლოზის ძე მოძალევსკი კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-83 წლებში იოსებ შიოს ძე გორგაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-83 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ბაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1903 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე ციბაძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1884 წლებში პავლე ზაქარიას ძე სხირტლაძე მუხლის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1903 წლებში მელიტონ ბესარიონის ძე ჩხაიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-83 წლებში დარისპან დიმიტრის ძე ბარათაშვილი სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-86 წლებში სილოვან მათეს ძე სანებლიძე რომანეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ილიკო იმერლიშვილი მუშაობდა თელავში მდებარე საზოგადო დუქნის „დეპო“ დახლიდარად.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილი დუქნის დახლიდარი ილიკო იმერლიშვილი ოდესაში გააგზავნეს საქონლის შესაძენად.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილმა დუქანმა „დეპო“ დიდი აურზაური გამოიწვია ადგილობრივ სომხებში.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს მარიამ ორბელიანი აირჩიეს ქართულ ვაჟთა (სათავადაზნაურო) სკოლის კომიტეტის წევრად.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1896 წლებში კონსტანტინე სოფრომის ძე ჭიჭინაძე სამთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-1917 წლებში პორფილე სიმონის ძე კერესელიძე სადმელის (მეორე) წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ალექსი მათეს ძე ხახიშვილი სოფ. დურევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

