რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ხუციშვილმა ელექტროტექნიკურ სასწავლებელში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტი. მან უნივერსიტეტში სწავლის ფული ვერ შეიტანა და გამორიცხეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კირილე წიქვაძის, გიორგი ხუციშვილის, დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევის, არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილის, მამანტი არსენის ძე ხახუნაიშვილის, მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანისა და ლუარსაბ ჯაშის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დავით სამსონის ძე კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი (საბაევი), გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი მოსკოვში იყო ალექსანდრე დიმიტრის ძე კვალიაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო და შესაძლებელი იყო საზოგადოებას თავისი სკოლები და ბიბლიოთეკები გაეხსნა, მაგრამ უსახსრობის გამო საზოგადოებამ ისინი ვერ გახსნა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ 1906 წელს გამართულ 23 სხდომას დაესწრნენ გამგეობის წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 14-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი –7-ჯერ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 4-ჯერ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს შეატყობინა, რომ სკოლის გამგე ან. ჭავჭავაძისას სკოლის ბიუჯეტიდან მისთვის უნდა გადაეხადა 440 მანეთი, მაგრამ არ გადაუხდია.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. ასევე სწორად იყო ნაანგარიშები საზოგადოების ნაღდი ფულიც. ამასთანავე კომისიამ საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ყველა საჭირო საბუთი ბანკში ინახებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 1-ლ, 2, და 3 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა და 10 ივნისს წაიკითხა მოხსენება სკოლის დათვალიერების შესახებ.

