რეგისტრირებული ფაქტები89390
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის 1884 წლის ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ბესარიონ ბაქრაძე და მანუჩარ ყიფიანი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ი. კახელის სტატია, რომლის მიხედვით დეპოს საწევრო თახნა ს. ბეგიევისთვის უნდა გადაეცათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის საკრედიტო საზოგადოების სარევიზიო კომისიაში ფინანსთა მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის სახელმიწფო ბანკის კონტროლიორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს სოფელ კახში გიორგი ჯანაშვილის ოჯახში დაიბადა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. უტურაშვილი მეტეხის სკოლის პედაგოგი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. თ. ანდრონიკოვი სიღნაღის მაზრის მომრიგებელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 მარტს ზელიონიმ გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ავღანეთის შესახებ რეფერატი წაიკითხა.

