რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი კლებადობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სემინარიაში სოციალისტურ მოძრაობას უფრო დაბალი კლასის მოსწავლეები აღვივებდნენ, მაღალი კლასისანი კი − არ ერეოდნენ და თავს უფრთხილდებოდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას ხშირად მოსდიოდა შელაპარაკება მიხა ცხაკაიასთან ბინის ქირის გადახდის საკითხზე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში ბინის ქირის გადახდასთან დაკავშირებული შელაპარაკებების შემდეგ თედო სახოკია იძულებული გახდა ბინა დაეტოვებინა და სხვაგან გადასულიყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში ვინაიდან მიხა ცხაკაიას ოჯახიდან არავინ ეხმარებოდა მატერიალურად, ბინის ქირაობის მთელ ხარჯს თედო სახოკია ფარავდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია სემინარიელებს სხვადასხვა თემას აძლევდა რეფერატების დასაწერად და შემდეგ ფარულ წრეებში წასაკითხად. მათ შორის: „Влияние И. Добролюбова на русскую молодежь“, „Писарев как мыслитель“ და სხვ.
1884
ტიპი: მფლობელობა
1884 წელს გახსნილი ალექსანდრე ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკა, შემდგომში კავშირგაბმულობის სამმართველოს შენობაში მდებარეობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ალექსანდრე ჟორდანიასთან სარწმუნოებრივ საკითხებზე გასაუბრებამ თედო სახოკიას და მის მეგობრებს ურყევ ჭეშმარიტებათა ხელახლა გააზრებისა და კრიტიკისაკენ უბიძგა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე ალექსანდრე ჟორდანია ირონიით უყურებდა და აქტიურად აკრიტიკებდა სარწმუნოებრივ საკითხებს.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წლის აღდგომის დღეს მოწყობილმა ექსკურსიამ თედო სახოკია განსაკუთრებით დაახლოვა სოსო ლაღიაშვილსა და შიო დედაბრიშვილთან.
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1884-1885 წლებში შიო დედაბრიშვილიც და თედო სახოკიაც თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ და საცხოვრებელიც ერთი ჰქონდათ − სემინარიის პანსიონი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში „ახალი მიმართულების“, სოციალიზმის, მოძღვრების შეთვისებაში თედო სახოკიას განსაკუთრებით დაეხმარა შიო დედაბრიშვილსა და სოსო ლაღიაშვილთან გატარებული დრო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში სოსო ლაღიაშვილი და შიო დედაბრიშვილი მოძღვრავდნენ თედო სახოკიას, აღუწერდნენ სემინარიის იმდროინდელი ხელმძღვანელობის დამღუპველ გავლენას ახალგაზრდებზე და ახალი პროგრესული იდეებით სავსე ცხოვრებას უსახავდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, სააღდგომოდ სემინარიის პანსიონში რჩებოდნენ უსახლკარო და უდედმამო მოსწავლეები ან ისინი ვისაც სამგზავრო ფული არ მოეპოვებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს შიო დედაბრიშვილი და სოსო ლაღიაშვილი უკვე ნაზიარები იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში გავრცელებულ „ახალ მიმართულებას“ − სოციალისტობას.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სააღდგომოდ პანსიონში მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისაც სახლ-კარი არ გააჩნდა ან დედ-მამა არ ჰყავდა. სოსო ლაღიაშვილიც ამ ბავშვების სიას მიეკუთვნებოდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს 1884-1885 წლებში თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან იცნობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პირველ ხანებში თედო სახოკია დიდი წარმოდგენისა იყო მიხა ცხაკაიაზე, თუმცა ცხოვრების სინამდვილემ უფრო კრიტიკულად განაწყო ის და მისი მეგობრები კომუნიზმის მქადაგებელთა მიმართ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პირველ ხანებში, თედო სახოკიას მიხა ცხაკაია ესახებოდა უებრო მასწავლებლად და ხელმძღვანელად, რომელიც კომუნისტურ მოძღვრებას სემინარიელებს გადასცემდა.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას თავი კომუნისტად მიაჩნდა.

