საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს დაიდგა ვიქტორ გაბესკირიას პიესა „შრიალებენ ვერხვები“.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ჩემი მერცხლები”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ლექსები და ბალადები“.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს ისტორიკოსი გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს გივი გიორგის ძე ჟორდანია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1960

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1960 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაურს საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭა.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა სიმონ წვერავას კრიტიკული წერილების კრებული „წერილები ლიტერატურაზე”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს „საბჭოთა მწერალმა” გამოსცა სიმონ წვერავას დოკუმენტური მოთხრობების კრებული „ფოლადის გზებზე”, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავს.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს ირაკლი აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა გიორგი სამხარაძის პოეტური კრებული „სიცოცხლის ძახილი”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გიორგი კაჭახიძემ წიგნში „სწავლა სიბერემდისო” შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური ანდაზები.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს ჟურნალ „მნათობში” გამოქვეყნდა გიორგი ქავთარაძის ნაწყვეტი წიგნიდან „დაუმთავრებელი სამარე”.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 15 ოქტომბერს, 8 საათზე, თბილისის საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქრისტინე შარაშიძე რუსთაველის სახელობის თეატრის საკონცერტო დარბაზში საქართველოში პირველი სტამბის დაარსების 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვია.

1959

ტიპი: განათლება

1959 წლის 16 სექტემბერს ვამეხ მაღლაკელიძე მიუნხენში მდებარე ტრაუნშტეინის გიმნაზიაში სწავლობდა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 16 სექტემბერს გაიოზ მაღლაკელიძემ დედისთვის ბინა კურორტ რუპოლდინგში შეიძინა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის 22 ივლისს რუსთა ჯარმა გენერალ-მაიორ ლევან ივანეს ძე მელიქოვის ხელმძღვანელობით დიდოეთის აული შაური აიღო.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა, ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1959

ტიპი: ღონისძიება

1859 წლის ივლისში რუსეთის არმიის დაღესტანში მოქმედ კასპიისპირეთის რაზმს ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი კარლ კარლის ძე ვრანგელი.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 24 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკლეიძეს მისწერა, რომ იგი კაიროში აპირებდა გამგზავრებას.

1959

ტიპი: ორგანიზაცია

1959 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

1959

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1959 წლის 27 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და შეატყობინა, რომ 1500 წლის თავზე გამოსული „თბილისის ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ გაუგზავნა.