საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85213

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 დეკემბერს დავით ივანეს ძე ანანიაშვილმა წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, მისთვის განათლების სამინისტროს წინაშე ეშუამდგომლა, რომ მოსკოვის საშუალო სასწავლებლებში ნამსახური წლები ნამდვილ სამსახურში ჩათვლოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა, რომ ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაენიშნათ მიხეილ გორგაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალო განათლების სამინისტრომ ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს პასუხად მისი თხოვნისა გაუგზავნა წერილი, რომ მიხეილ გორგაძის საბუთებში არ ჩანდა ჰქონდა თუ არა მას სპეციალობად შესწავლილი ხატვა, მარტო რეალური სასწავლებლის დამთავრება კი ამისთვის საკმარისი არ იყო. ვინაიდან ამ საგნის სხვა მასწავლებელი არ ჰყავდათ, შესაძლებლად მიაჩნდათ მისი დროებით ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 თებერვალს ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა მიხეილ გორგაძის თხოვნა და დროებით აირჩიეს ხატვა-ხაზვის მასწავლებლად.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის III ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა განათლების მინისტრს გაუგზავნა წერილი, რომ უკვე მესამე წელი გადიოდა, რაც გიმნაზიაში აღარ ტარდებოდა ხატვა-ხაზვის გაკვეთილები, რადგან შეუძლებელი იყო მასწავლებლის შოვნა.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 3 ივლისს იან კარლოსის ძე გვიაზდოვსკის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ მიხედვით, ყუბანის საკანონმდებლო რადამ ერთ-ერთ სხდომაზე განიხილა სულთან შაჰიმ-გირეის განცხადება, რომელშიც ის უარს ამბობდა სამხრეთ რუსეთის ხელისუფლების შექმნის საკითხებზე მომუშავე კონფერენციებში მონაწილეობაზე. სამოტივაციო სიტყვა მთიელთა დელეგაციის სახელით წარმოთქვა რადის წევრმა ღათაგოგუმ.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წლის მაისიდან 1958 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შალვა მაღლაკელიძეს გულის ტკივილი აწუხებდა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის 10 თებერვალს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ გერმანიიდან ლადო მაღლაკელიძისთვის პროთეზი გაეგზავნა.

1958

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1958 წლის აპრილში თბილისიდან ბენია მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების დასახელება გაეგო და მისთვის გაეგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

კორესპონდენტის ინფორმაციით, ყაბარდოს მმართველმა ბეკოვიჩ-ჩერკასკიმ ნალჩიკის მახლობლად, სოფ. ანზოროვოში, დაბანაკებულ ყაბარდოელ პარტიზანთა გასანადგურებლად სადამსჯელო რაზმი გაგზავნა, რომელსაც მეთაურობდა კოჟოკოვი – ყაბარდოს ეროვნული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. სისხლისმღვრელი შეტაკება კოჟოკოვის რაზმის განადგურებით დასრულდა. 28 დახოცილს შორის იყვნენ – თავად კოჟოკოვი, ბარისბიევი, ანდებოლოვი და სხვ.

1919

ტიპი: ღონისძიება

კორესპონდენტი მუსაევი „მორიგ ფარსს“ უწოდებს გენერალ ბეკ-ბუზაროვის თავმჯდომარეობით 16-17 სექტემბერს ნაზრანში გამართულ ყრილობას, რომელმაც ადმინისტრაციის შესანახად დიდი გადასახადი დაუწესა ინგუშებს („ვოლნი გორეცი“, 1919 წ., 6 ოქტომბერი, N4).

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4-ში მუსაევის კორესპონდენციიდან ვიგებთ: დაბლობზე მცხოვრებ ინგუშებს ერთპიროვნულად განაგებენ ჯერ კიდევ ძველი მმართველის, გენერალ მალსაგოვის დაყენებული მამასახლისები და ბოქაულები. მათი რიგები ნაოფიცრალი მოხუცებით ცოტაოდენ განაახლა ინგუშეთის ახალმა მმართველმა, გენერალმა ბეკ-ბუზაროვმა.

1919

ტიპი: ავტორობა

კორესპონდენტ მუსაევის ინფორმაციით, ყაბარდოს მმართველმა, თავადმა ბეკოვიჩ-ჩერკასკიმ გამოსცა საგანგებო ბრძანება, რომლის თანახმადაც, ხმლით აიჩეხებოდა ინგუშეთის საზღვრის სიახლოვეს დაკავებული ნებისმიერი ადამიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

იმის შიშით, რომ ადგილობრივი რევოლუციური მღელვარება არ გადასდებოდა სხვა მხარეებს, დენიკინისა და ერდელის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებმა ჩინეთის კედელი შემოავლეს ინგუშეთს: სასტიკად ისჯებოდა საზღვრის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა – როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4 გვამცნობს ინგუშთა ტრაგედიას: გაზეთის კორესპონდენტი მუსაევი აღწერს, თუ რა აუტანელ პირობებში იმყოფება დენიკინის ხელისუფლების მიერ სრულ იზოლაციაში მოქცეული ხალხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრო ოზურგეთის ქალაქისთავს სთხოვდა მიეღოთ ყოველგვარი ზომები და ივანე გველესიანისთვის ბინის საკითხი მოეგვარებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ოზურგეთის სამაზრო ერობას, რომლის მიხედვითაც აცნობა ივანე გველესიანის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნა და სთხოვდა საბარგო ავტომობილით დახვედროდნენ სადგურზე. ჩამოსვლის დროს კი თავად გველესიანი აცნობებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

როდესაც ვერსალის კონფერენციაზე მყოფ მთიელთა დელეგაციამდე მიაღწია ხმამ, რომ მათი მთავრობა, დენიკინის ჯარების მიერ მთიელთა რესპუბლიკის ტერიტორიის დაპყრობის მიუხედავად, არ დაშლილა და ბაქოში განაგრძობდა მუშაობას, დელეგატებმა გადაწყვიტეს გამგზავრებულიყვნენ ბაქოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 ოქტომბრიდან ივანე გველესიანი დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.

1920

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სახაზინო რკინის გზათა მოძრაობის უფროსმა სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო შეტყობინება, რომ ივანე გველესიანი 1920 წლის 17 ოქტომბრიდან დაინიშნა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის დირექტორად და დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო დანიშნულების ადგილას. სახალხო განათლების სამინისტრო ითხოვდა, რომ ივანე გველესიანისთვის დაეთმოთ დაწესებულ ფასად ვაგონი, რომელიც მიებმებოდა საქონლის მატარებელს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ევგენი ჟარკოვსკი თავისი რუბრიკის IV ნაწილში განიხილავს პოლკოვნიკ რიმარის დანაშაულებრივ ნაბიჯს - მოზდოკში მოწვეულ ყრილობას, მის მიმდინარეობასა და შედეგებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

ივანე გველესიანმა მიიღო შეტყობინება, რომ უნდა დაეცალა ბინა, რომელიც მდებარეობდა მეხუთე ქალთა საეპარქიო გიმნაზიის შენობაში. ხელს აწერდნენ: სერგი დანელია და ნიკოლოზ აბესაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა, რომ აღეძრათ შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა მისცემოდა ივლისის თვის ჯამაგირი გიმნაზიის სპეციალური თანხიდან. თხოვნა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მას ავად ჰყავდა მეუღლე — ქარებით და ნერვების აშლით და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებდა.