საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპოლკოვნიკი გრიგოლ ავალიშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპოლკოვნიკი ს. სტანიშევსკი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა ვალერიან შალიკაშვილის პიესა „გადაჭრილი მუხა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს ბაქოში შალვა დადიანის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის პიესა „ღალატი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს სახალხო სახლში იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში 16 ნოემბერს გამართულ წარმოდგენათა შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ნინიას ძე კირვალიძის წერილი 16 ნოემბერს ბაქოს თეატრში დადგმული „ღალატის“ შესახებ.

1766

ტიპი: თანამდებობა

1766 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ახლად დაარსებული საირმის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1755

ტიპი: თანამდებობა

1755 წელს სილვესტერ ღოღობერიძე მოწამეთის მონასტრის წინამძღოლი იყო.

1755

ტიპი: თანამდებობა

1755 წელს სილვესტერო ღოღობერიძე იმერეთის სამეფო კარის მოძღვარი იყო.

1773

ტიპი: თანამდებობა

1773 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ნიკორწმინდის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პორუჩიკი არჩილ ბაგრატიონ-დავითაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის პოემა „საყვედური“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ IX ნაწილი.

1756

ტიპი: თანამდებობა

1756-72 წლებში გერმანე წულუკიძე ნიკორწმინდის ტაძრის ეპისკოპოსი იყო.

1784

ტიპი: თანამდებობა

1784-92 წლებში გერმანე წულუკიძე ნიკორწმინდის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო.

1750

ტიპი: თანამდებობა

1750 წელს სილვესტერ ღოღობერიძე იმერეთის სამეფო კარის მოძღვარი იყო.

1750

ტიპი: თანამდებობა

1750 წელს სილვესტერ ღოღობერიძე მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1771

ტიპი: თანამდებობა

1771 წლის 19 აგვისტოს არქიმანდრიტი სილვესტერ ღოღობერიძე საირმის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1924

ტიპი: ავტორობა

სარგის კაკაბაძე 1924 წელს დაბეჭდილ ნარკვევში „ეგრეთ წოდებული ბაგრატ კურაპალატის სამართლის შესახებ“ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების თარიღად 1548 წელს მიიჩნევს.

1775

ტიპი: ავტორობა

მკვლევარი გოჩა გუგუშვილი აღნიშნავს, რომ სოფრონ წულუკიძე ნიკორწმინდელად 1775 წლიდან იხსენიება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919-20 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს ეკლესია-მონასტრების დათვალიერებისას ექვთიმე თაყაიშვილმა საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა ისტორიული პირების დადგენისა და ეკლესია-მონასტრების, ასევე ხელნაწერი წიგნების დათარიღების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე აფხაზმა, აღმასრულებელი ბიუროს ასარჩევად სხდომა მოიწვია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ბევრი ხელნაწერი და სიწმინდე, რომლებზეც მეცნიერს ლიტერატურული და კერძო წყაროებიდან ჰქონდა ცნობები, თავის ადგილზე ვერ აღმოაჩინა.