რეგისტრირებული ფაქტები80919
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N6) იუწყება, რომ დილის 12 საათზე სამედიატორო სასამართლო განიხილავს ალექსანდრე ქათამაძისა და პოლონელი ქალის საქმეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 იუწყება, რომ ქალთა კლუბის გასაძლიერებლად ქ. ქუთაისში შემოწირეს 30 მანეთი შემდეგმა პირებმა: ქეთო ჭარხალაშვილისა, ვერა ბაქრაძე, ეკატირინე ჩიკვაიძისა, ელენე ფანჯავიძისა, აგრაფინა გიორგობიანი, პოლინე კაკაურიძისა, ელისაბედ კანდელაკისა, მარიამ დათიაშვილისა, ნიფადორა დათიაშვილი, მარუსია ბიბილაშვილი ნინა სვანიძის ასული, ნაფორიძე ბახტურიძე, დესპინე ჩაჩანიძისა, ელისაბედ იოსელიანი, ვერიჩკა იოსელიანი, ვერიჩკა დათიაშვილისა, მართა დათიაშვილისა, აკვირინე დათიაშვილისა, ელისა დათიაშვილისა, ნინა ვასილიევისა, მინ. ჭარხალიშვილისა, თეოდოსი ოყრეშიძე, ანეტა ადამია, ბაბილინა, ნინა კირცხალაშვილი, კატო კაკაბაძე, ვასასი გორგაძლისა, ეკატერინე ელიავასი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 დაიბეჭდა ნინო ნადირაძის პუბლიკაცია „პედაგოგიკა და პარტია“, რომელშიც ის საუბრობს პედაგოგიურ ცხოვრებაში პოლიტიკისა და პარტიულობის მიზანშეუწონლობაზე და აღწერს საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის გამგეობის არჩევნებს, სადაც პარტიული ნიშნით აირჩიეს კანდიდატები. მისი თქმით, როცა 1915 წლის 27 დეკემბერს დაარსდა სახ. მასწავლებელთა კავშირი, გამოცხადებული იყო, რომ ის ზეპარტიული იქნებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აპრილს რეალურ სასწავლებელში ჩატარდა ს. დ. პარტიული კრება, რომელსაც დაესწრო 600 წევრი განურჩევლად სქესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჭუმბურიძე. ვრცელი მოხსენება გააკეთა გრიგოლ ურატაძემ, რომელმაც ბევრი კამათის შემდეგ დასვა ახალი წევრების არჩევის საკითხი. მოითხოვეს წევრთა რიცხვის გაზრდა. კომიტეტის წევრებად აირჩიეს 15 კაცი, მათ შორის არცერთი ქალი არ იყო. ბოლოს გრიგოლ ლორთქიფანიძემ სიტყვა მოითხოვა თავმჯდომარისგან და განაცხადა, რატომ არ შეიძლებოდა თხუტმეტ კაცში ხუთი ქალი ყოფილიყო. ტრ. სალაიამ თავი იმართლა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალების არჩევას, როცა ყველა გათანასწორებული იყო. ბოლოს მაინც დაიწყეს ქალების არჩევა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 6 ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კატო მიქელაძე აცხადებს, რომ შაბათს, 20 მაისს, საღამოს 6 საათზე დანიშნულია ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიუროს წევრთა კრება შემდეგ მისამართზე: მიხაილოვის ქუჩა, ყოფილი საავადმყოფო, ექიმ ბოკერიას სახლი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: პლატონ თხილავა, გალინა მეფარიშვილი, პაშა მიქელაძისა, კაკალა იოსელიანი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაბეჭდილია გაზეთის სასარგებლოდ დ. ოჩამჩირეში ქალების მიერ შეგროვილი 86 მანეთის შემომწირველთა სია: ოლია დადიანისა, ქსენია ხარაბავა, კ. გუნია, გ. ლორთქიფანიძე, ვ. ჟორჟოლიანი, კ. ჩიქოვანი, კ. გეგია, რომა სანაიასი, ბაბი ჭაჭიასი, ნად. რუტკევიჩისა, ნ. გოგია, ლ. ბოკუჩავა, ლ. ჩარგეიშვილისა, ტ. დგებუაძე, ხ. ავიძბა, ნ. ლვოვი, მ. ავიძბა, ე. დადიანი, ს. ალანია, ლ. ჟვანია, კ. ბაღათურია, ს. გოგიასი, ქ. გუჯუასი, პ. ძნელაძე, ვ. ბუკუჩავა, კ. ჟვანიასი, ვ. მიმინოშვილი, მ. მარღანიასი, ნ. ვეკუა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეი აანალიზებს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს საერთაშორისო ვითარების კონტექსტში: მართალია, I მსოფლიო ომის მეორე ფაზა ანტანტამ დაასრულა გერმანიის დამარცხებით, რასაც დიდად შეუწყო ხელი უილსონის 14-პუნქტიანმა ლოზუნგმა "მცირერიცხოვან ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ", თუმცა ინგლისმა უილსონის დაპირებები ფარატინა ქაღალდად აქცია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისიდან მიიღო შემოწირულობა და ამავე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა შემომწირველთა სია: ცაცა უზნაძე, ანეტა ფანცხავა, ალექსანდრა ჟურულისა, ანა მენაბდისა, კანდელაკი (4), გალაკტიონ მასხარაშვილი, ფაცურია ფუთურიძე, ედუკსია ფუთურიძე, ვარია ვოლსკი, ლუბა უზნაძე, მარიამ ცერცვაძე, წერეთლისა და სპირიდონ ჯორჯიკია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეის სტატია ეძღვნება I მსოფლიო ომის არსის ანალიზს, მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ წანამძღვრებსა და ფაზებს. ავტორი საუბრობს იმ სავალალო ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მთიელები, რომელთაც წაართვეს ნეიტრალიტეტი და ახლა ძალით ითრევენ მსოფლიო ომში მათთვის მიუღებელი იდეალებისთვის საბრძოლველად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა მიიღო დეპეშა დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ანჯაფარიძისგან, რომ სოფელ ბორჩხის, მარადიდისა და სხვა სოფლების მცხოვრებლები სიხარულით შეხვდენენ და სთხოვეს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას გადასცეს მათი სიხარული ბათუმის საქართველოსთვის გადაცემის გამო და მიულოცოს ეს გამარჯვება.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას უნდა განეხილა ჩახანაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.
1902
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თანამდებობის დროებითი შემსრულებლის, სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო სასწრაფო სხდომა, რომელზეც ვალუტის საკითხს განიხილავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრ. კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) პირველ კორპორატიულ საღამოს გამართავდა, სადაც ი. ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსნებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალ. ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საკატორღო საპყრობილის უფროსად დაინიშნა ტ. დემურია.