რეგისტრირებული ფაქტები80919
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმის საკრებულოს დარბაზში ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემის გამო ბანკეტი გამართა, რომელსაც დაესწრნენ: ოლქის განსაკუთრებული კომისარი ბ. ჩხიკვიშვილი უახლოესი თანამშრომლებით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძე პრეზიდიუმის წევრებთან ერთად, ბათუმში მყოფი საფრანგეთის მისიისა და სომხურ, პოლონურ, ქართულ, ბერძენთა, ებრაულ საზ. წარმომადგენლები და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში მრავალრიცხოვან კრებაზე გააკეთა მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მოხსენების შემდეგ მინისტრს დაუსვეს შეკითხვები.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 18 ივლისს ტრაგიკულად მოკლეს რაჟდენ ყიფიანი, დაკრძალვა გაიმართება კუკიის სასაფლაოზე,
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ მწერალთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებს კავშირის წევრის, დამსახურებული მწერლის, რუს-იმერლის ვიქტორ იურკევიჩის გარდაცვალებას. პანაშვიდი უნდა გადაეხადათ ქაშვეთის ტაძარში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში გადაიხდიან ექიმ ანდრო მერაბის ძე კილასონიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება ვიქტორ ნიკოლოზის ძე იურკევიჩის (რუს-იმერლის) გარდაცვალებას, დაკრძალვა გაიმართება დაბა საჩხერეში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 25 ივლისს მშობლები ნინა გაბუნიას 40 დღის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაუხდიან ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 122 ბრძანებით ბ. მიხაილოვი 1918 წლის 11 ნოემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
შროშის სამთო-მადნეულების ქარხნის ამხანაგობის გამგეობის 1920 წლის 24 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობა რომელიც არსებობს 1910 წლის 19 აგვისტოდან, აცნობებს დაწესებულებათ და კერძო პირებს, რომ დირექტორი, ვ. კ. ფელდტი 26 ივნისს ამხანაგობის საქმეებში ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის დაპატიმრებულია და პასუხისგებაშია მიცემული. ქარხნის გამგე ა. პ. ზვენიგოროდსკი და იურისკონსულტი, გენერალი ანდრეევი ჩამოშორებული არიან ქარხნის მმართველობას; მის.: სადგ. ძირულა, ქარხანა „შროშა“. თბილისში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე კანტორა გაუქმდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ მ. ა. შაფრანის განცხადება, რომ მკურნალობს სიფილისსა და საშარდე ორგანოების სნეულებებს მიხეილის N112-ში, სასტუმრო „ნოეს“ პირდაპირ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. მ. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ იღებს ავადმყოფებს გრიბოედოვის ქ.N4-ში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ქუთაისელი ექიმ გენრიხ ისაიას ძე ვოლოხის განცხადება, რომ იღებს ქალისა და შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს ბელგიის ქ. N5-ში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ბ. ი. ოქროპირიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს რტიშჩევის ქ. N22-ში (სოლოლაკი).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში სპირიდონ კედია საუბრობდა, თუ რამდენად რეალურად ესახებოდა მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობა. ის აღნიშნავდა, რომ სწორედ ჩრდილოკავკასიელთა შეუპოვარმა ბრძოლამ ხან ბოლშევიკებისა და ხანაც დენიკინელთა რეაქციის წინააღმდეგ შესრულა იმ ფარის როლი, რომელმაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დაიცვა რუსეთის ურდოების მიერ განადგურებისგან. ს.კედია იმედოვნებდა, რომ თავისუფლებისმოყვარე მოძმე მთიელები დაიბრუნებდნენ დაკარგულ დამოუკიდებლობას, რაშიც ქართველი ხალხი მათ შეძლებისამებრ დაეხმარებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 აპრილს, პარასკევს, ჭიათურაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წლიური კრება, სადაც უნდა აერჩიათ თბილისში, საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გასაგზავნი ორი წარმომადგენელი, ორი გამგეობის წევრი და ორი სარევიზიო კომისიის წევრი. ყველა დასახელებული კანდიდატი იყო მამაკაცი და არცერთი ქალი. ერთმა წევრმა ვერ მოითმინა და წინადადება შეიტანა დაესახელებინათ კანდიდატად ერთი ქალი მაინც. საბოლოოდ, ძლივს გადაწყვიტეს ერთი ქალის არჩევა. სტატიას ხელს აწერს "დამსწრე".
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 4 მაისს ქუთაისის ქალთა კლუბი და გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქცია სამძიმარს უცხადებს ოლღა სპირიდონის ასულ ლორთქიფანიძეს ძმის, ილიას გარდაცვალების გამო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ნინო ნადირაძე აქვეყნებს სტატიას „ქალებო მთელი ქვეყნისა შეერთდით!“, რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „შრომის“ ორ სტატიას. ის განსაკუთრებით აღნიშნავს ბ. ჯავახის პუბლიკაციას, რომელიც ამბობს, რომ როცა ყველა ერთი მიზნისკენ უნდა მიისწრაფვოდეს, დიდი და პატარა, ქალი და კაცი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ამ დროს ქართველი ქალები ცალკე საზოგადოებას იარსებენ და ეთიშებიან მამაკაცებს. პასუხად ნინო ნადირაძე წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალთა ემანსიპაცია, ამის ირგვლივ უნდა შეერთდნენ ქალები განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, მიმართულებისა და სოციალური მდგომარეობისა და მთელი ძალ-ღონით ებრძოლონ დამამონებელ პირობებს.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს, სამშაბათს ქუთაისის სახელმწიფო მამულების სასამართლოში შედგა კრება მოხელეთა აღმასრულებელი კომიტეტის დასაარსებლად. კრებაზე სრული ნდობა გამოუცხადეს ამ დაწესებულების უფროს ი. მულინს, ხოლო 84 ხმით 14-ის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადეს მის თანაშემწე მ. ივანოვს. კრებამ 12 კაცი აირჩია აღმასრულებელ კომიტეტში.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს სოფელ კვახჭირის ჭოგნარის საზოგადოებაში მცხოვრებ ირაკლი აბულაძეს ბოროტმოქმედებმა სახედარი ხარები მოჰპარეს. მან ადგილობრივ კომიტეტს მიმართა დახმარების აღმოსაჩენად.
1919
ტიპი: ავტორობა
ვ. ჯუღელის აზრით, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მარცხის მიზეზი საძებნია იმგვარი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის არარსებობაში, რომელიც ერთ მუშტად შეკრავდა დაქსაქსულ დემოკრატიულ ძალებს. ქართული გვარდიის მეთაურს მთიელთა ამოცანად სწორედ ასეთი ცენტრის შექმნა მიაჩნია, მათი დახმარება კი ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკების ამოცანად ესახება.