რეგისტრირებული ფაქტები87002
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 7 ივნისის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ეკატერინე გაბაშვილის სტატიის მიხედვით, ქართველი ქალები შეჩვეულები არ იყვნენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის საკითხი განიხილეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის თხოვნა, ყოველთვიური დახმარება მიეცათ მელქისედეკ ნაკაშიძისათვის, რომელიც მსურველებს გალობას უფასოდ ასწავლიდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივნისში ეკატერინე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური სხდომაზე საზოგადოების მუშაობის პირველი წლის ანგარიში განიხილეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა ახალი პიესის მომზადება დაიწყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისს სასულიერო სემინარიაში მე-6 კლასის მოსწავლეთა გამოცდას დაესწრნენ ეგზარხოსი პალადი და მამა ნიკანორი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პირველი წლის მუშაობის ანგარიში დაამტკიცეს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა დაგეგმეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 15 მაისისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველ ჯგუფს წარმოადგენდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგი ილია ჭავჭავაძე და წევრები: ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მ. ე. წერეთელი, თევდორე ჟორდანია, ივანე გამყრელიძე, გიორგი თუმანიშვილი, იონა მეუნარგია, გ. კ. უთურგაური.
1880
ტიპი: ავტორობა
1879 წლიდან 1880 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 16746 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1880
ტიპი: ავტორობა
1879 წლიდან 1880 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასავალი 3102 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ სასწავლო ნივთებისა და წიგნების შესაძენად დახარჯა 822 მანეთი და 20 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში იყო 13636 მანეთი და 95 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას წევრებისგან შემოუვიდა 1158 მანეთი, ქუთაისის ბანკიდან 1000 მანეთი, ფულის სარგებელი 277 მანეთი და 50 კაპიკი, სურამის წარმოდგენიდან 50 მანეთი, თბილისის სკოლის მოსწავლეებისგან 33 მანეთი და 50 კაპიკი, დაბრუნებული შემოსავალი 30 მანეთი. საზოგადოებას სულ შემოუვიდა 2549 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

