რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გიორგი ჩუბინაშვილს ხუროთმოძღვრების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის 18 დეკემბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი (ძუკუ) ქავთარაძე ზღვაში დაიღუპა. ის სოხუმიდან გასულ მოტორიან ნავში იჯდა
1018
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში რევოლუციურმა ტრიბუნალმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარისკაც ვლადიმერ წურქავას ორი თვით ციხე მიუსაჯა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილების თანახმად, ფოთის ქალაქისთავის, დავით ონიაშვილის ნაცვლად იოსებ სალაყაია უნდა დაენიშნათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა დიმიტრი შევარდნაძეს მხატვრობის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
მუშათა და გლეხთა საბჭომ 1918 წლის 24 თებერვლის სხდომაზე გადაწყვიტა, მობილიზაციის განსახორციელებლად პარტიების, საბჭოს და ქალაქის წარმომადგენლებისგან შეექმნათ კოლეგია, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. კორძაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ უფროსმა აგენტმა ჩიკვილაძემ „კავკაზის და მერკურის“ საწყობში აღმოაჩინა გოგირდისა და შაბიამნის მარაგი, რომლებსაც კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას გადასცემდნენ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თავდაცვის შტაბის განკარგულებით ციხეში ჩასვეს ჯარისკაცი მიხეილ მალხაზოვი, რომელსაც მოპარული თოფი აღმოაჩნდა, ქუჩაში სროლისთვის 3 თვე მიუსაჯეს პორუჩიკ ქავთარაძეს, ისეთივე დანაშაულისთვის პეტრიაშვილს – ორი თვე ციხე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის კომენდანტად დაინიშნა გენერალი ზაქარია ასლანის ძე მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ გენერალი კონსტანტინე ემანუილის ძე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) თანამდებობიდან გადადგა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 იანვარს რუსულ წიგნში „საქართველოს პოეტები“ შევიდა: სერგეი რაფალოვიჩის, ოსიპ მანდელშტამის, სერგეი გოროდეცკის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა თარგმანები.
1918
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ივლისში ახალციხის მაზრის სოფ. ღრელის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ სოფ. ღრელსა და მიმდებარე სოფლებში გაეხსნათ ქართული სკოლა. თხოვნას ხელს აწერენ: პედაგოგი იესე ნებაძე, იაკობ სუდაძე, ოსმან სელებ-ოღლი, ემან ალი-ოღლი, ისმაილ ალი-ოღლი, გულალი ჯოშხუნ-ოღლი, ლუკა ალავიძე, სტეფანე ნებაძე, იოსებ ნებაძე, იობა ნებაძე, შიო ნებაძე, ესტატე ნებაძე, სოლომონ ნებაძე, ბასილ ნებაძე, არჩილ ნებაძე, გიორგი მურვანიძე, ლაზარე მურვანიძე, თედორე იაძე, გიორგი იაძე, ლუარსაბ იაძე, თომა ალავიძე, გიორგი ალავიძე, ბაგრატ ალავიძე, სერგო ალავიძე, ლუარსაბ ალავიძე, სანდრო ზაზაძე, ლევან ხმალაძე და ისიდორე შადრაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი ლავ. მანჯგალაძე ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის მსმენელი დებორა ჟივი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მოსკოვის უმაღლესი ქალთა კურსების კურსდამთავრებული თამარ ჩერქეზიშვილი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ სკოლაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბერში დ. როინიშვილი ოჩამჩირის ახლად დაფუძნებულ ვაჟთა გიმნაზიას ხელმძღვანელობდა. ის მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლიდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 აპრილს, მწერალი ილია ჭყონია წერს წერილს თბილისში, ამიერკავკასიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს, რომელშიც სთხოვს თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას მისცეს რაიმე დანიშნულება, რათა შემდგომ აღწეროს ბათუმის დაკარგვის ამბები.