რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო: 12 ცალი „დედა ენა“, 10 დედანი, 10 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 10 „იგავ-არაკნი“, 8 სპიდის დაფა (4 გზაში გატეხილა), 18 კალმისტარი და 36 ფანქარი, 12 ცალი ცარცი, 3 დასტა შავი და 1,5 დასტა თეთრი ქაღალდი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 24 მარტს მასწავლებელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სადმელის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად მიიღო თითო ცალი „დავითნი“, „ვეფხისტყაოსანი“, მ. ყიფიანის „არითმეტიკა“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ და ორ-ორი − ბარათაშვილის ლექსები, გოგებაშვილის „დარიგება“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და „არითმეტიკული გამოცანები“.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 20 მარტს რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ონისიმე დავითის ძე გოგსაძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სასოფლო სკოლის მასწავლებელ პარმენ კალაძეს გადასცა სასკოლო ნივთები, იარაღები და წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის: ორბელიანის ლექსები, წმინდა ნინოსა და კაკო ჭავჭავაძის ცხოვრება.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ნიკოლოზ სამხარაძემ ზაქარია ჭიჭინაძის მეშვეობით წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამხარაძე საზოგადოებისაგან ითხოვდა ფულად დახმარებას, 120 მანეთს, მის მიერ გახსნილი სკოლისათვის მერხების საყიდლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: განათლება
1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტიმოთე კონსტანტინოვს შესთავზეს, რომ ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად გორის სამასწავლებლო სემინარიაში დაუფინანსებდნენ სწავლას (ექვსი თვით), სანაცვლოდ მას სწავლის დასრულების შემდეგ ექვსი თვე საზოგადოების სკოლაში უნდა ემუშავა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავთისხევის სკოლის ასაშენებლად თანხა გამოყვეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ოფიციალურად შეარიგეს და შერიგების ოქმიც შეადგინეს. ოქმს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ შალიკაშვილი, დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 1 მარტს კავთისხევის სასწავლებლის მზრუნველებმა თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ 10 თუმნით დახმარებას. განცხადებას ხელს აწერდნენ იოსებ ცხოველაძე, ივანე ლუკას ძე თარხნიშვილი, დავით იორამის ძე თარხნიშვილი, ნინიკა მორჩილაძე და მოსე აღაპიშვილი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის მარტში სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ მარტს ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის დანიშნული დუელი გაუქმდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილის გამო ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძე დუელში გამოიწვია. დუელი 1-ელ მარტს დაინიშნა. ნიკო ნიკოლაძემ სეკუნდანტებად ნიკოლოზ სიმბორსკი და დავით გურამიშვილი დაასახელა, ილია ჭავჭავაძემ კი – იოსებ შალიკაშვილი და ნიკოლოზ ერისთავი.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

