საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს ტრამვაის პროფკავშირების თავმჯდომერე ტრივუსი მონაწილეობდა შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე, სადაც მშრომეთა დასაქმება-დათხოვნის შესახაებ დეკრეტის გადახედვა განიხილებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკს მოქალაქე ს. ფილორეტოვისთვის №251017 ჩეკის შესაბამისად 1049.80 რუბლის გაცემას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკს კვირის განმავლობაში მოქალაქე ლ. ვისნევსკიზე 1443.33 რუბლის გაცემას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრომ ლეონ ოგანესის ძე ელბაქიანცი მარგანეცის მწარმოებლებსა და მუშებს შორის კონტრაქტის საკითხების განსახილველად ფოთში გააგზავნა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 ივნისის წერილით შრომის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული 1110 რუბლის ჩეკი N 249223 ჩინეთის მოქალაქე ლიუ-ტოიუს ეკუთვნოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ მოქალაქე აზატიანცი მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ მოქალაქე გოგიბერიძე მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ ნოე ჟორდანია მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მაისს ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ამიერკავკასიის ყოფილ კომისარიატს მიმართა შუამდგომლობით მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებელად ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის დაემტკიცების შესახებ. აგრეთვე წარუდგინა საბუთი/მოწმობა „ბობრიშჩევა-პუშკინის ახალი ენების კლასებისა", თუმცა აბდუშელიშვილი არ დაუმტკიცებიათ თანამდებობაზე და არც საბუთი დაუბრუნებიათ. კ. გაბარაშვილმა სთხოვა მთავარგამგეს აღნიშნული პირის თანამდებობაზე დაენიშვნა, რადგან ის ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, რაც რევიზორმა ზანდუკელმაც დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს მაკინსკის სამხედრო რკინიგზის მუშის ა. უ. ბუშმანისთვის, მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 500 რუბლის გამოყოფას სთხოვს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, აცნობოს (21 მაისის შუამდგომლობა N183) მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად ელისაბედ აბდუშელიშვილის დამტკიცების შესახებ. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი მღ. კ. გიორგიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი ავადმყოფობის გამო ერთი თვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 მარტს ექიმმა დ. ლორთქიფანიძემ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის წარსადგენად მისცა მოწმობა, რომ ის ქრონიკული ციებ-ცხელებით (მალარიით) ძლიერად იყო დასუსტებული და თან ნაღრძობი, შესიებული ფეხი სტკიოდა, რის გამოც მას ხანგრძლივი მკურნალობა და ერთი თვით დასვენება სჭირდებოდა. მოწმობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ექიმი დ. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 მარტს ელისაბედ დავითის ასულმა აბდუშელიშვილმა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს სთხოვა ეშუამდგომლა მთავარგამგესთან. რადგან ის ავადმყოფობდა და ვერ შეძლებდა გიმნაზიაში მუშაობას გაეთავისუფლებინათ ერთი თვით სამსახურიდან. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ექიმის ცნობას ავადმყოფობის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1920 წლის 10 მარტიდან პედაგოგიურმა რჩევამ მასწავლებლებს ელისაბედ აბდუშელიშვილის გაკვეთილები ვერ გაუნაწილა და 15 მარტიდან კავკასიის ქალთა გიმნაზიის ყოფილი ფრანგული ენის მასწავლებელი აბაშიძის ასული მიიწვია გიმნაზიაში სამუშაოდ. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი, მღვდელი კონსტანტინე გიორგიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, რომ პატივი აქვს წარუდგინოს მისდამი რწმუნებულ ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის ქ-ნ აბდუშელიშვილის თხოვნა და ექიმის მოწმობა N16 მისთვის ავადმყოფობის გამო ერთი თვის თავისუფლების მიცემის შესახებ. უმორჩილესად ითხოვს თხოვნის დაკმაყოფილებას. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმის მწარმოებელი მღ. კ. გიორგიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი კონსტანტინე გაბარაშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, თანამდებობაზე დაამტკიცოს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილის ასული, 21 მაისის N183 შუამდგომლობის თანახმად. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი მღ. კონსტანტინე გიორგიძე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძისა და საქმისმწარმოებელ ვ. აბაშიძის ხელმოწერილ პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ ის იყო დაოჯახებული და სამსახურში დასჯილი არ ყოფილა.

1918

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი კავკასიის ოლქის განკარგულებით დანიშნული იყო „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი დანიშნული იყო ქალთა დაწყებითი სასწავლებლის გამგედ 1913 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის სახალხო ინსპექტორის განკარგულებით დანიშნული იყო სადმელის სასწავლებლის პედაგოგად 1912 წლის 1-ელი სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებენ გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვლადიმერ აბაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ნოემბერს შედგენილ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ მას მშობლებისაგან მემკვიდრეობით ქონება არ მიუღია და არც თვითონ შეუძენია.

1890

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგი პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილი 1890 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მისი წლიური შემოსავალი (16 გაკვეთილის) 960 მანეთს შეადგენდა, კლასის დამრიგებლობის – 600 მანეთს. 1918 წლის 3 მარტის კანონით მას ხაზინიდან დამატებით 3260 მანეთი ეძლეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შეადგინეს.