რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინადადება ხონში საქალებო სკოლის გახსნისა და ყოველწლიურად 450 მანეთით დახმარების შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გორის სამოსწავლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიით ხუთასი მოსწავლის მიღების შესახებ. თითოეულ მოსწავლეს წელიწადში მხოლოდ ცამეტი თუმანი უნდა გადაეხადა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის წინადადება მეორე მომგებიანი სესხის ბილეთის ყიდვის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო, თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, წევრები კი იყვნენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1880
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1880 წლის 22 იანვარს ეკატერინე ფორაქიშვილმა და დავით სარაჯიშვილმა ბორჯომში ჯვარი დაიწერეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წლის 20 იანვარს იონა მეუნარგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს მ. ე. წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს გიორგი თუმანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს ივანე გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 20 იანვარს თედო ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 20 იანვარს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი და ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

