საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ შალვა აფხაიძის სტატია „თავისუფალი ლექსი“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის თებერვლიდან დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის ახალი გამოცემის, „ლაშარის" გამოსვლა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა შალვა დადიანს თეატრისა და ქორეოგრაფიის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიწყო ზაქარია ჭიჭინაძის იუბილესთვის მზადება.

1922

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე შერვაშიძე მადრიდის თეატრისთვის „კომედია“ დეკორაციებსა და სასცენო ტანსაცმლის ესკიზებს ხატავდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იოანე ყიფიანის ლექსი „ფეხშიშველი".

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ლევან ასათიანის ლექსი „სენტიმენტალური დუეტი წეროსთან".

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა დიმიტრი შევარდნაძეს მხატვრობის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გიორგი ჩუბინაშვილს ხუროთმოძღვრების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გერონტი ქიქოძეს ქანდაკების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ს. ქოჩორიანს უნდა წაეკითხა მოხსენება სიმბოლიზმის შესახებ. მოხსენებაზე ისაუბრებდნენ მოდერნისტ ქართველ და სომეხ პოეტების შესახებ, ხოლო დისპუტში მონაწილეობა უნდა მიეღო გრიგოლ რობაქიძეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 30 იანვარს ხელოვნების მუშაკთა და სოციალური კულტურის კავშირების კონფერენციაზე ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძეს უნდოდა ეთქვა სიტყვა „რაბისში" ქართველი პოეტების უფლებებზე, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 იანვარს დაგეგმილი იყო ახალი მწერალთა კავშირის მეექვსე სხდომა, რომელზეც ალი არსენიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას ალექსანდრ ბლოკის შესახებ, სიტყვით გამოვიდოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 28 იანვარს გაზეთ „ფიგაროს“ რუსულ ენაზე გამოსვლა იგეგმებოდა, რომლის რედაქტორიც ნიკოლოზ მიწიშვილი უნდა ყოფილიყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალებოდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალ ბინაში გადაეტანა ნივთები, ჭაღი, ელ. მავთულები და საანგარიშო, ასევე, გაწეული ხარჯების შედგენა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მოლარის მეუღლის ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიას თხოვნა, რომ გამგეობას ცოლის ავადმყოფობის გამო ავანსად მიეცა გასამრჯელო, რაც თვეში 600 000 მანეთს შეადგენდა. იგი თანხას ნაწილ–ნაწილ ყოველთვე დააბრუნებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიასთვის ავანსად მიეცათ ერთი თვის გასამრჯელო ყოველთვე ნაწილ–ნაწილ დაბრუნების პირობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის თვეში ორ–ორი ფუთი სიმინდი მიეცათ პურის ფულის სანაცვლოდ. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება, რომ მოსამსახურე პირებისთვის პურის ნაცვლად უნდა მიეცათ სიმინდი, რაც ნაყიდი ჰქონდათ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ გასაყიდი იყო 3 479 000 მანეთის სახელმძღვანელო წიგნები. მაღაზიის გამგის აზრით, სასურველი იყო ეს წიგნები შეეძინათ. ამავე სხდომაზე დაადგინეს, შეეძინათ სიით წარმოდგენილი ყველა წიგნი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სპეციალურ კომისიას საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალში გადაეტანა ნივთები, ჭაღი, ელმავთულები და საანგარიშო. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალ ბინაში გადატანის საკითხი ჩაებარებინათ სპეციალურ კომისიისთვის, რომლის წევრიც მაღაზიის გამგის გარდა გამგეობის წევრი იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანიც იქნებოდა.