საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80966

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (საქმის მწარმოებელი თ. ლაფერაშვილი) 1919 წლის 15 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვდა ეცნობებინა, თბილისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ თუ არა უფლება ესწავლებინათ საშუალო სკოლის ყველა კლასში და აეღოთ ისეთივე ჯამაგირი და დამატებები, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნ. მახათაძე 1919 წლის 27 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვს აცნობოს, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთ აქვთ თუ არა რომელიმე საგნის სწავლების უფლება საშუალო სასწავლებლის ყველა კლასში.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის ცნობით, ანკარაში ბევრმა აზერბაიჯანელმა მოყარა თავი. მათ შორის იყო რასულ-ზადეც.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძეს რომში ფათალი ხან ხოისკი ესტუმრა და შეატყობინა, რომ მაიორი დუდაგინსკი კაიროდან ოსმალეთში უნდა გადასულიყო.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 21 აპრილს შალვა მაღლაკელიძე იყო შეხვედრაზე, რომელსაც აზერბაიჯანისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ნიუ-იორკში არსებული „კერენსკის კომიტეტის“ შესახებ ისაუბრეს. მხარეები ადგენდნენ დეკლარაციას, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათ ალექსანდრე კერენსკისთან უშუალო კავშირი არ ჰქონიათ. იგი სხვადასხვა ერის სახელით მოქმედებდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო კავკასიური საინფორმაციო ჯგუფის დაარსებას აპირებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 18 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის ბ. მხეიძის კურსების ქუთაისის მასწავლებელთა კოლეგიისთვის გადაცემის შესახებ. დაადგინეს: მხეიძეს მასზე უფლება ჩამოერთვას, აღდგეს მასწავლებელთა კოლეგიის უფლებები და ეწოდოს მასწავლებელთა კურსები. გამგედ დამტკიცდეს ბ. მ. ჩინჩალაძე.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 22 აპრილის წერილის მიხედვით, რომში შალვა მაღლაკელიძე და ენრიკო ინსაბატო აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა რიგებში კავკასიური სახელმწიფოებიც ჩაეთვალათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 2 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ გ. კობახიძისთვის პენსიის გაზრდის საკითხი და დაადგინეს, სიძვირის გამო მისთვის დამატებით დაენიშნათ კლასის დამრიგებლის თანაშემწის გაზრდილი პენსია.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 23 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს „იზვესტია“, „პრავდა“ და რუსულენოვანი წყაროებიდან ამოღებული ცნობები გერმანიაში გაუგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე კერძო საშუალო სასწავლებელთა დებულებების შედგენა გრიგოლ ნათაძეს დაავალეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის მიერ შემუშავებული ფიზიკური ობსერვატორიის ხარჯთაღრიცხვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლების გაფიცვის საკითხი გამოსარკვევად გრიგოლ ნათაძისთვის გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ჟურნალ „მერკიურში“ ალექსეი კრავჩენკოს შესახებ დაბეჭდილი წერილი წაიკითხა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 დეკემბერს შედგენილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმისმწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 19 ივნისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის განკარგულებით (N1083) ვლადიმერ აბაშიძე საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძეს ჰყავდა მეუღლე მარიამ გიორგის ასული ყიფიანი და სამი შვილი: თინათინი (დაიბადა 1911 წლის 23 ივნისს), მიხეილი (დაიბადა 1912 წლის 14 დეკემბერს) და ვლადიმერი (დიბადა 1914 წლის 15 ივლისს).

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორ დ. ქუთათელაძის ხელმოწერილ ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ ის სამი წელი არ მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგის ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირად საქმეში ეწერა, რომ იგი არ ყოფილა დასჯილი და არც დასასვენებლად გაშვებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის მიხედვით, ის მსახურობდა საქმის მწარმოებლად ქ. ოჩამჩირის გამომძიებელთან, რისი მოწმობაც ჰქონდა. ნამსახურეობის სიის სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიის მიხედვით,ის ბათუმის საბაჟოში კანცელარიის მოხელედ მსახურობდა, შემდეგ თავი დაანება. სიის სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ 1893 წლის N32 ბრძანების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე დანიშნული იყო ვოლნოპრედელიაჩად სოხუმის ქვეითთა პოლკში. გავიდა ზაპასში.ნამსხურეობის სიის სისწორეს ამოწმებს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1918

ტიპი: განათლება

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ მან დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის კადეტთა კორპუსში დაიჭირა გამოცდა ვოლნოპრედელიავშის მე-2 ხარისხის, რის დასამტკიცებლად აქვს მოწმობა N86-ით. ნამსხურეობის სიის სისწორეს ამოწმებს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.