რეგისტრირებული ფაქტები91780
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს პეტრე ჩარექიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ცნობების მიწოდება სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს ორგანიზება დაევალათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საქართველოში სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა მომავალში ჟენევის ბიბლიოთეკისთვის თანხის გაგზავნაზე უარი განაცხადა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლიდან ერისკაცობაში ივანე მაქსიმეს ძე რუდნევი, მიტროპოლიტი იოანიკე იყო საქართველოს ეგზარქოსი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების ოქმების მიხედვით, სასულიერო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ შემოიღო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლიდან იოანიკე, ერისკაცობაში ივანე მაქსიმეს ძე რუდნევი იყო კიევის მიტროპოლიტი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა დააკმაყოფილეს მარიამ დემურიას თხოვნა და ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის შესაწირი 18 თუმანი გადადეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 20-დან 26 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 687. 24 მანეთი და დაიხარჯა – 3383. 50.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბრის ოქმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ საჭირო იყო ხელთუბნის სკოლის რევიზია.

