საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80922

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელს, გიორგი მინას ძე აბაშიძეს კავკასიის ოლქის მზრუნველმა ნება დართო, რუსული ენა 1-ლ და მე-2 კლასებში ესწავლებინა, ისტორია კი – მე-2 კლასში.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 16 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის სამზრუნველოს ბრძანების თანახმად ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1911

ტიპი: განათლება

ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1911 წლის 7 ივნისს გადასცეს პირველი ხარისხის დიპლომი N11103.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე 1877 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. მისი წლიური ჯამაგირი 5300 მანეთს შეადგენდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს აცნობა, რომ გიორგი მინას ძე აბაშიძე გიმნაზიის ყველა კლასში ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს აცნობა, რომ N65 ბრძანებით, 1919 წლის 1-ლი მარტიდან ქართული ენის მასწავლებლად დაწყებით ოთხ კლასში გიორგი მინას ძე აბაშიძე დაამტკიცა. ცნობას ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ისონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 17 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის N65 ბრძანებით, 1-ლი მარტიდან გიორგი მინას ძე აბაშიძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელი მოაწერა მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 იანვარს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ჯერ ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი  ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. იგი იყო გამოცდილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე მასწავლებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვალს განათლების სამინისტროდან ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს გიორგი მინას ძე აბაშიძის განათლების შესახებ ცნობების მოგროვება დაავალეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 იანვარს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძეს სთხოვა ეცნობებინა სამინისტროსთვის გიორგი მინას ძე აბაშიძემ სად დაასრულა საშუალო სკოლა და იცოდა თუ არა კარგად ქართული ენა, რათა მთავარგამგისთვის მოეხსენებინათ. ხელს აწერენ დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 იანვარს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელ გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობის ფურცლის პირი გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს განათლების სამინისტრომ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა სამინისტროში წარედგინა მასწავლებელ გიორგი აბაშიძის ნამსახურეობის ფურცლის პირი. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატთან უშუამდგომლა ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს, რათა იგი ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 28 ივნისის ბრძანებით, თელავის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნინო ყაზახიშვილს მიენიჭა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება ქართულ ენაში და 1-ლი ივნისიდან დამტკიცდა ამავე თანამდებობაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ 15 იანვრიდან ფიზიკის მასწავლებლად გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე დანიშნეს. სამინისტროს ბრძანება N18-ს ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 28 ივნისის N75 ბრძანებით, თელავის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიასთან არსებულ უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ თინათინ ლომიძეს მიენიჭა უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მათემატიკაში და 1-ლი ივნისიდან დამტკიცდა ამავე თანამდებობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 ივნისის ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მასწავლებელს სიმონ ივანეს ძე ოცხელს პედაგოგად ნამსახურობის წლები (1905 წ. სექტემბრიდან 1918 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველმა გიმნაზიამ სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1919 წლის 15 იანვარს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა ფიზიკის 10 თავისუფალ გაკვეთილზე წარჩინებული ინჟინერ-ტექნიკოსი გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე მიეწვია. გიმნაზიამ მინისტრს სთხოვა ნებართვა, დაეშვა იგი აღნიშნული გაკვეთილების მასწავლებლად. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ი. კუჭუხიძე და საქმისმწარმოებელი მეთ. ცაგარეიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 28 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის ბრძანებით, 15 იანვრიდან გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ოქტომბერს ჭიათურის პირველდაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს სამსახურს სთხოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

სოფელ სავანეში მცხოვრებ არგვეთის საზოგადოების მოქალაქე ანდრია ივანეს ძე აბაშიძეს 1919 წლის 2 ოქტომბრიდან არგვეთის საზოგადოების კომისრის – ვ. ხაჭაპურიძის თანხმობით, საქართველოს რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრების უფლება მიეცა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს ზესტაფონიდან ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისში ვაჟთა მეხუთე გიმნაზიას სწერდა, რომ 15 თებერვალს დაბრუნდებოდა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 14 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე საჩხერიდან თბილისის მეხუთე ვაჟთა გიმნაზიაში ჯიშკარიანს სწერდა, რომ ექიმი იაშვილის სანახავად ბათუმში მიდიოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას (ქუთაისი „სინათლის" ქალთა გიმნაზია) N9 და N170 ატესტატების გარდა ყველა მოწმობა დაუბრუნა. ატესტატები სამინისტროს კანცელარიაში დაიტოვეს. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.