საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ სააქციონერო კომპანიის „ინდუსტრიის“ წარმომადგენლები იღებდნენ საზოგადოების წიგნის მაღაზიის სხვა ბინაში გადატანის ხარჯებს. გადახდილი ჰქონდათ 5 მილიონი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვარს რუმინეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ლატვიის სახელმწიფოებს გადაეცა ნოტა (ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი), რომელიც მათგან მოითხოვდა, მათი დელეგაციისთვის გენუის კონფერენციაზე მიეცათ მანდატი შემდეგი მოთხოვნებით: 1. საქართველოს ევაკუაცია რუსეთის ჯარებისგან; 2. საქართველოს წარმომადგენლის დაშვება კონფერენციაზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 იანვარს ხელოვნების სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობა ტიციან ტაბიძის თავმჯდომარეობით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის წერილი „ყანწელები 1942 წელში“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტიციან ტაბიძემ ჩაიწერა და გაზეთ „საქართველოში“ გამოაქვეყნა სერგეი სუდეიკინის საუბარი ქართველი მხატვრების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფირონი და კორდელია“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „საქართველო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „გადარეცხილ კუბოებზე“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იგორ ტერენტიევის ლექსი „დიდებულია“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ქიმერიონი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია „პეიზაჟი უკუღმა“.

1922

ტიპი: ავტორობა

პეტრე ბობორიკინი იყო ავტორი წიგნისა „რომანის ისტორია ევროპაში“.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა პეტრე ბობორიკინის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ნიკოლოზ მიწიშვილი აპირებდა გამოეცა ლექსების კრებული „წმინდანიანი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძემ სტატიაში „ქიმერიონი“ აღწერა ბენია ჩხიკვიშვილის დამსახურება ქართული თეატრისა და ხელოვნების განვითარებაში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკო ლორთქიფანიძემ, ქუთაისის რაბისის თავმჯდომარემ, კრებული გამოსცა.

1922

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ მზადდებოდა ჟურნალ „ხომალდის“ მეორე ნომერი, რომელშიც შევიდოდა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ვარლამ რუხაძის, ლეო ქიაჩელის და გიორგი ქუჩიშვილის ლექსები.

1922

ტიპი: ღონისძიება

ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „რევოლუციის პოეტების“ გაყიდვის შესახებ ცნობა დაიბეჭდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ნიკოლოზ მიწიშვილის რედაქტორობით რუსული წიგნის „საქართველოს პოეტების“ გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა.