რეგისტრირებული ფაქტები84863
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 2 დეკემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირქტორმა კავკასიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთხწლიან სკოლაში უფროს მასწავლებლად დაამტკიცა. ბოცვაძე იქ 1905 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის პირველი სექტემბრიდან 1892 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლობდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაქორწინდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი, იოსები. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 2 იანვრიდან 1915 წლის პირველ სექტემბრამდე ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის აზნაურთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების პირადი საქმის მიხედვით, ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე ქართული სკოლა „განათლების“ მასწავლებელი იყო.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა რესპ. შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ბრძანება. ტოვებს რა მთავარსარდლის პოსტს, იგი აღნიშნავს მეომრების გმირულ სამსახურს სამშობლოსადმი, იხსენებს წითელ ხიდთან ბრძოლას და სხვ., და მადლობას უხდის ჯარსა და სახალხო გვარდიას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ბალტიელების სამგლოვიარო საღამოზე მაგომა და კანტემირი ნახა. ის მომავალში მათთან შეხვედრას აპირებდა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წლის 14 ივნისს შალვა მაღლაკელიძე 1941 წელს ბალტიიდან გადასახლებული ხალხის ხსოვნასადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს.