საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ მან შეგნებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის ინიციატივით შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ კითხვების გარჩევა ძალიან არ დაგვიანდებოდა, რადგან გამგეობას თებერვლის თვეში ჰქონდა დაგეგმილი საზოგადოების კრების მოწვევა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე ნიკო ელიავამ განაცხადა, რომ მან შენგებულად მოაწერა ხელი თ. კიკვაძის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რადგან აღნიშნული საკითხები მეტად საყურადღებო იყო. მისი თქმით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უძველესი კულტურული დაწესებულებაა, რომელსაც თითოეული ადამიანისგან სჭირდებოდა დახმარება, ყურადღება და დაცვა, რადგან არავინ იცოდა მომავალში რა მოხდებოდა. საბოლოოდ ნ. ელიავამ განაცხადა, რომ დავით კარიჭაშვილის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა დააკმაყოფილა მისი ინტერესი და დარწმუნდა, რომ მთავარ გამგეობას თავის დროზე ჰქონდა გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, რასაც რწმუნებულები ითხოვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე განცხადება გააკეთა იპოლიტე ვართაგავამ. მისი თქმით, თუ თევდორე კიკვაძეს საზოგადოების ინტერესი ალაპარაკებდა, მას საკუთარი მოსაზრებები მის დასაცავად და სასარგებლოდ უპირველეს ყოვლისა ჯერ გამგეობაში უნდა გამოეთქვა და როცა იქ ვერ დაინახავდა სწორ შეხედულებებს, მაშინ განეცხადებინა, რომ ის იმოქმედებდა დამოუკიდებლად, ის კი დამოუკიდებლად გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა თ. კიკვაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის შესახებ, რომელსაც 15 რწმუნებული აწერდა ხელს. მან განაცხადა, რომ თ. კიკვაძეს სურდა მოქმედი მთავარი გამგეობის გადადგომა და ახლის არჩევა, ამიტომ მან შექმნა 3 საკითხიანი დოკუმენტი, საზოგადოების ფინანსური კრიზისის, განყოფილებათა ლიკვიდაციისა და ახალი წესდების არგანხორცილების შესახებ, რომლითაც სურდა დაეზარალებინა მოქმედი გამგეობა და უმოქმედობაში დაედანაშაულებინა. დავით კარიჭაშვილმა კრებაზე დამსწრე რწმუნებულებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სამივე საკითხის შესახებ და დაადასტურა, რომ თუ სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ რწმუნებულთა უმეტესობა ისევ თ. კიკვაძეს მიემხრობოდა, მაშინ გამგეობა დაუყოვნებლივ დანიშნავდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება, რომელზეც თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო არ მოეწვია რწმუნებულთა საზოგადო კრება, რადგან ერთ-ერთმა რწმუნებულმა ავალიშვილმა წერილობით გააუქმა მისი ხელმოწერა, მაგრამ მისი აზრით, გამგეობა უკანონოდ მოქმედებდა, არ ატარებდა ახალ წესდებას, ამიტომ აუცილებელი იყო კრების ჩატარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 80 პირი ესწრებოდა. სხდომა ვერ დასრულდა, რადგან მთვრალი მამაკაცი მივიდა და დებოში ატეხა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 დეკემბრამდე სოფელ ქისტაურში ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი ადგილობრივი მღვდელი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 დეკემბერს სოფელ ქისტაურში ადგილობრივი მღვდელი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში საზოგადო კრება მოიწვია, მაგრამ წევრთა სიმცირის გამო კრება არ შედგა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 დეკემბერს ექიმი თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, 1-ლი იანვრიდან მაღაზიის გამგედ სამსონ დავითის ძე ბახტაძე მიეწვიათ და თვიურად 15 000 მანეთი მიეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დაწესებულებები ვალდებული იყვნენ 15 დეკემბრამდე მუშა-მოსამსახურეთა ყველა ოჯახისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს მაღაზიის გამგის, ივანე გიორგის ძე ავალიშვილის, განცხადება 1-ელი იანვრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ქონების 2 მილიონად დაზღვევა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ გიორგის ძე ჭუმბურიძის თხოვნა თავისი შედგენილი „ფიზიკური გეოგრაფიის“ გამოცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუტუ მეგრელის თხოვნა თავისი წიგნების ჰონორარიდან ავანსის მიცემის შესახებ. გამგეობამ 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ, მუშათა მაგიდის განცხადებით, დაწესებულებები ვალდებულნი იყვნენ 15 დეკემბრამდე ყველა მუშა-მოსამსახურის ოჯახისთვის წარედგინათ 5 000 მანეთი, რაც საზოგადოებისთვის ერთიანად 63 000 მანეთს შეადგენდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის სახალხო განათლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ეფემია გეგეშიძის მშობლები იყვნენ ანტონ გლახუას ძე და მარიამ გიორგის ასული გეგეშიძეები.

1920

ტიპი: განათლება

სენაკის მაზრის სოფელ საჭილაოს მცხოვრები ეფემია ანტონის ასული გეგეშიძე სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ მას სურდა სწავლის გაგრძელება ფოთის ქალთა გიმნაზიის მე-6 კლასში, მაგრამ ადგილობრივმა სკოლის დირექტორმა ნება არ დართო, რადგან დაბადების მოწმობის მიხედვით, ასაკი უშლიდა ხელს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 13 დეკემბრიდან 1921 წლის 16 თებერვლამდე ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა მიიღო. გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯს საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა და ამიერკავკასიის პოლიტიკური გარემოებები გააცნო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მაღაზიისა და საწყობის აღწერის შესახებ. გამგეობამ თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძეს სთხოვა, მომავალი კრებისთვის წარმოედგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აღწერას მაღაზიის დაკეტვის გარეშე შეძლებდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამომცემლობის ხელმძღვანელობა პრეზიდიუმს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.