საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ოლღა ნიკოლოზის ასულ მესხიშვილს ახალციხის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ნინო კონსტანტინეს ასულ ნატროევისას დუშეთის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მღვდელ გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილს ფოთის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძეს სურამის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის ოქტომბერში ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სურამის აგენტობაზე დასთანხმდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მიხეილ ივანეს ძე ილურიძეს ოზურგეთის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანს ლეჩხუმის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ბეჟან დავითის ძე წერეთელს საჩხერის აგენტობა შესთავაზა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ამერიკის საკონსულოს აგენტი ჯეიმს ჩემბერი კავკასიაში იმყოფებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ე. მ. კასუმოვმა ალექსანდროვის ყმაწვილთა თავშესაფარს ავლაბარში მდებარე 200 საჟენი ცარიელი მიწა შესწირა.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წელს გარდაიცვალა ბარალეთის სკოლის პედაგოგი ტიმოთე ხმალაძე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს მელიქ-ნუბაროვი გამომძიებლად მუშაობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი ყალბ ფულს ასაღებდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დავით ჯორჯაძე მომრიგებელი შუამავალი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი დავით ჯორჯაძესთან მოსამსახურედ მუშაობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სამიწათმოქმედო-საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვარში პეტრე უმიკაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ დაწერეს სტატია „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან წერილი და ქართული თეატრალური დასისთვის 1700 მანეთი მიიღო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილსა და ალექსანდრე სარაჯიშვილთან ერთად „ვისრამიანის“ საბოლოო რედაქციასა და მის ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს სტუდენტები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესტუმრნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხაკო მღვდლიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პეტერბურგში, ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი ვასილ მაჩაბელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესანახად გამოატანეს.