რეგისტრირებული ფაქტები86412
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 3 ივნისის „დროების“, ცნობით დიმიტრი ვახვახოვი ქართველ ქვეითთა მე-2 დუჟნის უფროსად დანიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველ ივნისს შეიკრიბა კომიტეტი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მამაცოვმა წაიკითხა თავმჯდომარის, გიორგი ერისთავის განცხადება გადადგომის შესახებ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ნათაევმა, ილია და პლატონ შიუკოვებმა ომში დაჭრილებისთვის ალექსანდრე შიუკოვს 9 მანეთი და 1 აბაზი გადასცეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, მიხეილ შალიკოვი გურიისა და იმერეთის ქვევითა დრუჟინების უფროსად დაინიშნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ლიმანოვსკი კავკასიის არმიის საინტენდანტოს უფროსად დაინიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთება სურდა, რომელსაც თვეში ერთხელ გამოსცემდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძეს ავადმყოფობის გამო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი „თბილისის მოამბის“ რედაქტორი იყო.

