საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 18 ნოემბერს დროებითი განყოფილება, რომელსაც კავკასიის ოლქის სამოქალაქო კეთილმოწყობის საკითხები ევალებოდა, დაექვემდებარა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 14 ნოემბერს სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი მარკოზ გიორგის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი 1863 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 2 სექტემბერს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ქუთაისისკენ გაემგზავრა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 30 აგვისტოს რუსთა „მფრინავმა“ რაზმმა პოლკოვნიკ სემეიკინის ხელმძღვანელობით კავკასიონის ქედის ჩრდილოეთის მხრიდან სამხრეთისაკენ დაიწყო გადმონაცვლება, სტანიცა სტოროჟევაიადან ქალაქ სოხუმისკენ, მარუხის უღელტეხილის გავლით.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 28 აგვისტოს რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისს ეწვია.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წლის 24 აგვისტოს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მემკვიდრე საიმპერატორო ტახტზე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვი ფოთში ჩამოვიდა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 10 აგვისტოს სა­კა­ოსა და ძეგ­ლე­ვის წმ. გი­ორ­გის ეკლესიების მღვდელ­ი გიორგი მარკოზის ძე გორდეზიანი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 28 ივნისს სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 24 აპრილს ძი­რა­გე­უ­ლის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ იოვანეს ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 12 აპრილს სოფ. მორძგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ღვალაძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 8 აპრილს სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 3 აპრილს უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სიმონ აბულაძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის აპრილში დირბის მოძღვარი ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის აპრილში გარდაიცვალა სოფრომ მგალობლიშვილის მამა, ზაქარია მგალობლიშვილი.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის მარტში ჭოგნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ დოღონაძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 15 იანვარს სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი იოვანეს ძე ლომთაძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წლის 2 იანვარს პატარა ჯიხაიშის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იესე აბზიანიძე გარდაიცვალა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ტერ-მიქელიანის მიერ გახსნილი წიგნის მაღაზია და სამკითხველო დარბაზი არსებობდა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ყველის მეწარმე ჩაბოლდს გაუფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ხუთი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა წალკის რაიონში მდებარე გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფს ყველის წარმოების საქმეში.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ხაზინიდან დაიფარა ყველის მეწარმე ჩაბოლდის შვეიცარიიდან თბილისსა და უკან მგზავრობის ხარჯები, რამაც 426 მანეთი შეადგინა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ყველის მეწარმე ჩაბოლდისთვის კავკასიის სამეფისნაცვლოს ხელფასის სახით დაუნიშნავს 400 მანეთი ყოველწლიურად.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი შვეიცარიული ყველის მწარმოებელი საწარმო თბილისს ამარაგებდა მაღალი ხარისხის ყველითა და კარაქით.