საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86519

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ზამთარში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ძალიან მოეწონა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და გაზეთ „ივერიის“ სატიტულო გვერდის ახალი გაფორმება.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ბესარიონ ნიჟარაძემ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად სვანური ტექსტები გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წერილით სთხოვა, ბესარიონ ნიჟარაძისთვის უნივერსიტეტში სწავლის 10 თვის გადასახადი დაეფინანსებინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს მამია გურიელს, დავით ერისთავსა და ნინო ორბელიანს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა სურდათ, მაგრამ ილია თვლიდა, რომ მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება არ ღირდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან ერთად თბილისის გუბერნატორს თბილისის დამზოგველი საზოგადოების წესდების პროექტი წარუდგინა.  საზოგადოების მიზანი თავისი წევრებისთვის მაღალი ხარისხის სურსათის მიწოდება იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ჰენრიხ სტრუვემ ილია ჭავჭავაძეს წიგნი მიუძღვნა წარწერით. კრებულში თავმოყრილია ილიას მიერ მეღვინეობის შესახებ კავკასიაში წაკითხული ლექციები.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს მიხეილ მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძის ლექსები „გაზაფხული“ და „არაგვი“ წიგნში „სამშობლო ხმები“ გამოაქვეყნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-88 წლებში ბესარიონ შიოს ძე ნაცვლიშვილი სოფ. ბაშის წმ. კოზმას და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლამდე იოსებ სიმონის ძე სირბილაძე სოფ. ბუეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს პორფილ მაქსიმეს ძე მეტრეველი ონის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1882 წლებში ლეონტი სოხაძე მი­ქარ­წმი­ნდის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1880 წლებში სამსონ სპირიდონის ძე ლანდია მე­ო­რე ტო­ლის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1882 წლებში ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე „დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს თელავში დაარსებულ სამკითხველოს ივანე როსტომაშვილმა შესწირა ქართულ ენაზე შეძენილი წიგნები.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ივანე როსტომაშვილმა თელავში დააარსა წიგნსაცავი და სამკითხველო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს ივანე როსტომაშვილი თელავში გადაიყვანეს მასწავლებლად.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნად.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1909 წლებში მაქსიმე იოსების ძე გოგრიჭიანი ქვე­დის ღვთის­მშობ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1914 წლებში პორფილე მაქსიმეს ძე მეტრეველი სხი­ე­რის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1889 წლებში ნიკოლოზ იოვანეს ძე სოხაძე ზე­და შავ­რას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.