რეგისტრირებული ფაქტები86585
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ დაოჯახების შემდეგ პარიზში იცხოვრებდა და რომ საცოლის, ელენე ტუსენის მამა ჯერ ნანახი არ ჰყავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 (22, 23) მარტს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ 18 აგვისტოს ის და ელენე ტუსენი დაქორწინდებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით, დარო და მათე იანქოშვილები ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ 1918 წლის 8 დეკემბერს ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ მათი სიძის, ვახტანგ გულისაშვილის პანაშვიდს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 69 ბრძანებით, პეტრე ჩერქეზიშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რომში გაზეთ „ტრიბუნის“ თანამშრომელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკის ხელმძღვანელებთან და ერთა ლიგასთან მოლაპარაკების გამართვა საქართველოს „დე იურედ“ ცნობის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N68 ბრძანებით, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი პავლე ქარუმიძე ამავე სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მამა გაბრიელ დავითის ძე ახმეტაშვილი აუწყებს ნათესავებს და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, 12 საათზე გადაიხდიან ანასტასია ახმეტელაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პარასკევა და იოსებ ბოძაშვილები ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებენ, რომ 12 დეკემბერს ქ. თელავში თამრო ბოძაშვილის პანაშვიდს გადაიხდიან.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ მარიამ ვლადიმერის ას. გედევანიშვილისამ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციას 1920 წლის 16 აგვისტოს მანგლისში ამავე სექციის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე შემოსული 4 225 მან. გადასცა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ნაოღალევის რაიონის გამომძიებელი ს. მესხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, მიხეილ ზარგარიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსად სოფო ჩიჯავაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსად სოფო ივანეს ასული ზურაბოვისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მარიამ კონსტანტინეს ასული კალინინისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის უფროსად მარიამ ნიკოლოზის ასული ეფრემოვისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსი ოლღა ბოგდანოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, მფრინავი პროკლე თავდორეს ძე კილტავა თავისი ხარჯით დაეკრძალა და ამისთვის 60 000 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსი ვილჰელმინა ანდრიას ასული სტრუვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

