რეგისტრირებული ფაქტები85126
სორტირება თარიღი კლებადობით
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაიგო, რომ თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აფერხებდა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ფინანსთა მინისტრს, მიხეილ რეიტერნს სთხოვა, საქმე საკრედიტო კანცელარიის დირექტორისთვის გადაეცათ. რეიტერნმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 29 იანვარს ქვიტირის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოანე ვასილის ძე მეძმარიაშვილი გარდაიცვალა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წლის 16 იანვარს გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული სოფრომ მგალობლიშვილი უმეტესად ქართულ ენას ასწავლიდა სასწავლებელში.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 10 იანვარს მუხურის წმ. გიორგის (აბესაძეების) ეკლესიის მღვდელი იოანე ბეჟანის (ბუჭუას) ძე აბესაძე გარდაიცვალა.
1874
ტიპი: ორგანიზაცია
1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.
1874
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა შექსპირის „მეფე ლირის“ თარგმნა დაასრულეს.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი იყო მისი დისშვილი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე აფხაზი.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1902 წლებში ლევ ლევის ძე მარკოვი თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1889 წლებში ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1882 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-77 წლებში დავით გიორგის ძე საცერაძე სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ალოიზ მიზანდარმა, ხარლამპი სავანელმა და კონსტანტინე ალიხანოვმა დააარსეს თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 28 აპრილს სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მათე ხახუტას ძე ვაშაკიძე გარდაიცვალა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს იოვანე სიმონის ძე გორდულაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.