რეგისტრირებული ფაქტები85126
სორტირება თარიღი კლებადობით
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილმა საინგილოს სოფელ კახში გახსნა საღამოს კურსები მათთვის, ვისაც ქართული წერა-კითხვის შესწავლა სურდა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს საინგილოს სოფელ კახის სკოლის ტერიტორიაზე ადგილობრივების დახმარებით გაუშენებია ვაზი.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს საინგილოს სოფელ კახის სკოლისთვის გამოუწერია ხეხილი.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს საინგილოს სოფელ კახში მასწავლებლად წასულ ივანე როსტომაშვილს სკოლის ტერიტორიაზე დახვდა დიდი საბაღე ადგილი შემოვლებული გალავნით.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს ფოტოგრაფთან წაუყვანია ერთი საწყალი ბიჭი, ფეხშიშველა და დაფლეთილ ტანისამოსში ჩაცმული და გადაშლილი წიგნით ხელში მასთან ერთად გადაუღია ფოტო. ამით იგი გამოხატავდა თავის სურვილს, ხალხის შვილებისთვის ესწავლებინა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოიწერა ქართული გაზეთი „დროება“ და კვირეული „ივერია“ და მათი ყოველდღიური კითხვით იმდენად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რომ თვითონ დაიწყო პატარ-პატარა ამბების აღწერა და გაზეთებში დასაბეჭდად დაგზავნა.
1874
ტიპი: ნასამართლეობა
1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრის ერთ-ერთი წევრი, სოფრომ მგალობლიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად თარგმნიდა რევოლუციური ხასიათის წიგნებსა და ხელნაწერებს ხალხში ავრცელებდა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მის მიერ დაარსებული საადგილმამულო ბანკის წესდების შესადგენად აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ილია ჭავჭავაძე.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს არჩევნების შედეგად ილია ჭავჭავაძე გახდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე. ამის შემდეგ არჩევნები ამ თანამდებობაზე ყოველ სამ წელიწადში ტარდებოდა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ილია ჭავჭავაძემ თავი დაანება სამსახურს, რათა საადგილმამულო ბანკის საქმეები მოეგვარებინა პეტერბურგში.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობამ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში გააგზავნა საადგილმამულო ბანკის წესდების დასამტკიცებლად.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მოიწონა და დაამტკიცა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ილია ჭავჭავაძის რჩევით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო ბანკი.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1878 წლებში ოქროპირ სიმონის ძე მესხი ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 1-ელ იანვარს ლაჩთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ ვასილის ძე წულაძე გარდაიცვალა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-82 წლებში დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი სოფ. დურევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.