საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88191

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ ი. ლომოურის წერილი „საექიმო-სასანიტარო საქმის მდგომარეობა ჩვენში“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის „ერთობაში“ შრომის მინისტრის მოადგილის გ. ერაძის პროფესულ კავშირთა ყრილობაზე წაიკითხული მოხსენება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

მაქსიმე ბერძნიშვილმა შეადგინა სტატისტიკური მონაცემები „ქართული წიგნი 1921-1930 წლებში“.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 13 აპრილს ბეჭდვითი საქმის მუშათა პროფესიული კავშირის წევრთა კრებაზე ხელახალ არჩევნებზე აირჩიეს შემდეგი პირები: ნაკაიძე, რეინვალდი, გოგუაძე, დობორჯგინიძე, ხარაზიანი, კაიტაჯიანი, მაკინაჯიანცი, ელიაძე, გეორგიშვილი, ჭელიძე, ტოროტაძე, ღლონტი, ჯაში, ვადაჭკორია, ივანოვი; კანდიდატებად: წულაძე, ილატოვსკი, კილაძე, თამაზაშვილი, ბერგმანი. გამარჯვება ისევ ძველ გამგეობას დარჩა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფელ უხუთში მოკლეს ყაჩაღ-ავაზაკთა მეთაური მიხა ჯიქია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 8 აპრილის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, ინჟინერი ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე დაინიშნოს მიწათმოქმედების, გზათა და შრომის სამინისტროს გზათა დეპარტამენტის დირექტორად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის კონსერვატორიის კოლეგიამ მუსიკალურ-პედაგოგიურ ასპარეზზე 25 წლის მოღვაწეობისთვის პროფესორის ხარისხი უბოძა კონსერვატორიის ინსპექტორს, ზაქარია ფალიაშვილს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ პოდპორუჩიკ დომენტი დ. შარაშიძის წერილში „თავდაცვა გარეშე მტრისაგან“ ნათქვამია, რომ იგი 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა, იყო მასწავლებელი გურიაში და თავიდანვე ბოლშევიკების ჯგუფს ეკუთვნოდა; 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მაგრამ დღეს იდეური ბრძოლა აღარ არის და მოუწოდებს, შექმნან ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისუფლების შესანარჩუნებლად, დაიცვან საზღვრები ოსმალეთისგან.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 24 მარტის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, რომ ბოლშევიკებისა და მუსულმანების შეტაკების დროს ბაქოში ვერაგულად მოკლეს სეიმის წევრი, სოციალ-რევოლუციონერი ლ. ათაბეგიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ ცხინვალში დახოცილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დ. მეჩონგურის ლექსი „მოვალეობის მსხვერპლნი“ (სანდრო გიორგი... ) დაიბეჭდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 მარტს, დილის 6 საათზე,სად. სადახლოში მოკლეს რკინიგზის მოსამსახურე აკაკი ჭელიძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს ნიკ. კარაპეტოვი, რომელსაც ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობა ბრალდებოდა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობის“ ცნობით, თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს საეჭვო პირებად მიჩნეული პოდპორუჩიკი ლარიონოვი და ნიკოლოზ კანკავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ნაძალადევში იპოვა შაქრის ყალბი ბარათები. მათ ბეჭდავდა ელიოზოვი, რომელსაც აღმოაჩნდა ლითოგრაფიული ქვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციელებისთვის დაარსებული სკოლის ხელმძღვანელი იყო პორუჩიკი მოგილევსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში თვითმმართველობის მიერ დაწესებული ნიხრის დასაცავად დაინიშნა საუბნო კომისიები. თორმეტივე უბანში დაინიშნენ კომისრები: მალჩანოვი, შჩერბაკოვი, ბერეტაშვილი, ა. ნ. შილაკაძე, სადაგაშვილი, ზ. ცეცხლაძე, ს. ბზიავა, თალაკვაძე, აკოპიანცი, ზავაროვი, თევდორაშვილი და ბაგრამოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძის კანონი დიდი მთავრის, ნიკოლოზ ჩხეიძის ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ სადგურ მუხიანში მომხდარი არეულობის შემდეგ ამავე სადგურის ტელეგრაფისტი ისიდორე კონონის ძე ვასაძე დაიკარგა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 21 თებერვალს თბილისის სადგურზე ჩამოასვენეს 18 თებერვლის პროვოკაციის მსხვერპლი სადგ. ნავთლუღის კომიტეტის და სამხედრო საბჭოს წევრი გრიგორი დოლიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „წითელ გვარდიელთა სიმღერა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ მოლითში ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ღიბრაძის ხელმძღვანეობით შეიქმნა მოხალისე რევოლუციონერთა რაზმი. კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ღიბრაძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ვასო ყიფიანი. მათ მოხალისეთა რიცხვის გაზრდა და წესრიგის კონტროლი დაევალათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავარი ინსტრუქტორის, ბ. თავზაიას და მისი მოადგილის,ტიტე მარგველაშვილის მოწოდება ერობის ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელსაც უნდა გადაეცეს ძალაუფლება მაზრებსა და სოფლებში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 11 თებერვალს სადგურ ქობულეთში ქუთაისიდან მომავალ მატარებელში წესრიგის დამცველმა ნ. მგალობლიშვილმა არაყი აღმოაჩინა, შელაპარაკების ნიადაგზე არყის კონტრაბანდისტმა ის ადგილზე მოკლა.