რეგისტრირებული ფაქტები86491
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბენედიქტე გაბისონია გიმნაზიაში ყოფნის დროს წასაბაძავი ყოფაქცევის მოწაფე იყო და ყოველთვის კარგად სწავლობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 9 ნოემბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ნიგოითის დაბალი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივლიანე გვადის ძე გაბუნიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით იყო მართლმადიდებელი, დასაოჯახებელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის მოურავმა დიომიდე თოფურიძემ ქალაქში ანტისანიტარიას მიაქცია ყურადღება და სანიტარულ რაზმს დაუყოვნებლივ დასუფთავება უბრძანა.
ტიპი: ღონისძიება
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბენედიქტე თომას ძე გაბისონია დაიბადა 1901 წლის 5 ნოემბერს. ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სკანდინავიიდან დაბრუნებული საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს ესაუბრა სკანდინავიის ქვეყნების საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იმ ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგე იყო მანდელშტამი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგის მოვალეობის შემსრულებლად მანდელშტამის ნაცვლად, რომელიც სხვაგან გაემგზავრა, დ. ივანოვი დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს" მიხედვით, გ. ზ. ოჰანეზოვი იყო იტალიელ აქციონერთა საზოგადოება N 60-ის ადმინისტრატორ-დელეგატი საქართველოში. საზოგადოების მთავარი სამმართველო მდებარეობდა რომში, ხოლო გენერალური განყოფილება – ბათუმში, მარინიის პროსპექტი N 31.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გამართული ამიერკავკასიის სეიმის პირველი სესიის სხდომის თავმჯდომარე იყო ნ. ს. ჩხეიძე. სხდომამ დაადგინა, შეეჩერებინათ საომარი მოქმედებები და მთავრობას თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავება დაავალა. ხატისოვის წინადადება განხილული იქნა, როგორც სურვილი, რომლითაც მთავრობას უნდა ეხელმძღვანელა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: ონიაშვილი, რასულ-ზადე, გეორგაძე, თუმანოვი, სემიონოვი, გვაზავა, ლორთქიფანიძე, კაჩაზნუნი, ლასხიშვილი, კანტემიროვი, მაგომეტ ბეკოვი, შეიხ-ულ-ისლამოვი, არსენიძე და გობეჩია. სხდომის ოქმის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. გადასვლის ფორმულები წარმოადგინეს: გეორგაძემ, ხატისოვმა, რასულ-ზადემ. მიიღეს გეორგაძის ფორმულა, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შეჩერებას. რასულ-ზადეს ფორმულა უარყვეს. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.

