საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89849

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი უმიზეზოდ ცდილობდა იმისთანა უწესობის აღმოჩენას ბანკის საქმეებში, რაც არ არსებობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის პირველ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილამულო ბანკის სხდომა ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ნ. ღოღობერიძეს სიტყვით მიმართა კირილე ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ბანკი მსესხებელს უსამართლოდ ახდევინებდა პროცენტს, რაზეც თავმჯდომარემ მაგალითების საშუალებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა მომჩინავს, თუმცა კ. ლორთქიფანიძისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადეს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძემ და კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. კრებაზე გადაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა: სააზნაურო სკოლას გადასცეს 8 000 მანეთი, წმ. ნინოს საქალებო გიმნაზიას- 1200 მანეთი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 1000 მანეთი, სააზნაურო სკოლის ღარიბებს- 500 მანეთი, სავაჟო გიმნაზიაში მოსწავლე სამხედრო შეგირდებს- 350 მანეთი, ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 300 მანეთი. სტიპენდიის სახით ბესარიონ ღოღობერიძისა და ოლგა თეოდორის ასულზე გაიცა 1000 მანეთი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის მაისის ჟურნალ „ივერიის“ №5-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში...“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს. გამოყენების შემდეგ მათ წიგნები ისევ სკოლისთვის უნდა დაებრუნებინათ სხვა ღარიბი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე 1880 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვა წაიკითხა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის ახალი გუბერნატორი“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 აპრილს დავით კეზელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და თავისი კომედიის ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნება სთხოვა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკაზის“ აზრი კავკასიის უნივერსიტეტზე“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობა „ხატაურის“ დაბეჭდვის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, ნიკოლოზ ზეიდლიცის ეთნოგრაფიული რუკის 20 ეგზემპლარი შეეძინათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გაუბედავი სიყვარული“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ტარას შევჩენკოს პოემა „მუშა ქალი“, რომელიც ქართულად თარგმნა ნ. ლ-მ.

პირები
წყარო

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის აპრილში კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, დიმიტრი ყიფიანს მიმართეს, საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად პეტერბურგის წიგნის მაღაზიებს მოლაპარაკებოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ დასასრული.