რეგისტრირებული ფაქტები88191
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი (საქმისმწარმოებელი მამაცაშვილი) სახალხო განათლების სამინისტროს ატყობინებს, რომ 1919 წლის 10 მაისს გაუქმებული კორპუსის დროშა ჩაიბარა სამხედრო-ისტორიული არქივის გამგემ, გენერალმა ესაძემ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.
1919
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ინტერნატში 1919 წლამდე მუშაობდნენ უმცროსი მსახურნი: მზარეული ესტატე ლებანიძე, მზარეულის თანაშემწე მიხ. კეტაშვილი, ჭურჭლის მრეცხავი ვას. კოსტინი, ჭურჭლის მრეცხავი ივ. გრეკოვი. ფრ. მასლანი, ს. ტოპორკოვი, გრ. პოღოსინი, პელ. აგაპოვა. ვარვარა პოპოვა, ელის შვეცოვა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ინტერნატში 1919 წლამდე მსახურობდნენ: გამგე ე. ივ. სავინა, აღმზრდელი ქალი ალექსანდრა ივ. ნაუმენკო, აღმზრდელი ელ. ფ. მირმანოვისა, ექიმი გ. ა. როლდოვა, ფერშალი ს. ლ. ვილნერი, მნე ე. პ. გინცენბერგი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5 მკითხველს ამცნობს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა უნიჭიერესი მთიელი პოლიტიკოსი ასლანბეკ შერიფოვი: ვოზდვიჟენკასთან (გროზნოს გარეუბანი) აჯანყებულთა გამარჯვების შემდეგ ჩეჩნებს უკუქცეულ თეთრგვარდიელებთან მოუხდათ შეტაკება. მხარში დაჭრილ შერიფოვს ცხენიდან გადმოვარდნისას წელზე შემორტყმული ბომბი აუფეთქდა. ცხედარი შატოიში გადაასვენეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5 აქვეყნებს გენერალ ლაზარევის შტაბში შესულ შეტყობინებებს სხვადასხვა პუნქტში მომხდარი საბრძოლო ოპერაციების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაღესტანი და ჩეჩნეთი აჯანყების ცეცხლშია გახვეული, რის მიჩქმალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობს დენიკინის ხელისუფლება.
1919
ტიპი: ღონისძიება
სოფელ ანზოროვოში ბეკოვიჩ-ჩერკასკის გაგზავნილ სადამსჯელო ძალებთან გამარჯვების შემდეგ აჯანყებულმა ყაბარდოელებმა ხუტორი დოლინსკი დაიკავეს, რითაც უკვე ნალჩიკს შეუქმნეს საფრთხე. შეშფოთებულ მმართველთა დაჟინებული მოთხოვნით გენერალმა ერდელიმ პლასტუნთა პოლკი მიავლინა ნალჩიკში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინისტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა II გიმნაზიის დირექტორს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა ვერა გლადკოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, რომ თავისი ცენზის შესახებ საბუთები წარედგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, მთავარგამგე ვარლამ ძიძიგურისთვის ეცნობებინა, რა საგნის სპეციალისტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის პირველი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 20 სექტემბერს ოლღა გიორგობიანი დაინიშნა ჭიათურის ბერძნების სკოლაში მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.

