საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1918

ტიპი: განათლება

მიხა იორამის ძე გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი იყო 1902 წელს დაარსებული ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი სააწავლებლის გამგე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაფიელ ერისთავის ნაწერების შეძენის საკითხი და დაადგინეს, შეეძინათ. მოლაპარაკება მიანდეს შიო დედაბრიშვილს.

1918

ტიპი: განათლება

ნიფოდორა გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: განათლება

ლიდა გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: განათლება

პრამონ გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: განათლება

ვარლამ გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: განათლება

ბიქტორ გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1918

ტიპი: განათლება

ვლადიმერ გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ქაჯანას“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემის შესახებ. წიგნების გამომცემელმა სექციამ დაადგინა, რომ დაბეჭდილიყო „ქაჯანა“ 2000 ცალი და ბარათაშვილის ლექსები – 2000 ცალი თავის კომენტარებით.

1918

ტიპი: განათლება

ნიკო გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის აღსრულების ადგილზე ჯვრის დადგმის საკითხი. ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების თანახმად, ახალი ჯვრის დამზადება და დადგმა ჯდებოდა სულ 250 მანეთი. ჯვარი შეკვეთილი ჰქონდა წინამძღვარიანთკარის სკოლის დურგალს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის ნაანდერძევი მამულის მიღების საკითხი. აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი გამგეობას სთხოვდა, ეცნობებინა, იღებდა თუ არა საზოგადოება პოეტის ანდერძის თანახმად ნაანდერძევ სხვიტორის მამულს. გამგეობამ მიიღო მამული, რის შესახებაც უნდა მოხსენებოდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას და საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების საბჭოს.

1918

ტიპი: განათლება

არიადნა გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სავანე პანთეონის მოაჯირის შეკეთების შესახებ. მოაჯირის შეკეთებაში თხოულობდნენ 300 მანეთს. გამგეობამ დაადგინა, მოაჯირის შესაკეთებლად გადაიდოს პანთეონის თანხიდან 300 მანეთი. დაენიშნოს ადგილობრივი ეკლესიის მცველს (დარაჯს) ყოველთვიურად გასამრჯელო, რომლის რაოდენობის გამორკვევა მიენდოს პანთეონის გამგე გ. ნ. ყაზბეგს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 დეკემბერს დაბა ონიდან რაჭის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ლობჟანიძე და წევრი მალაქია გობეჯიშვილი სამინისტროს უგზავნიან ნიკორწმინდის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის, გიორგი ჭანტურაიას ნამსახურობის ფურცელს და სთხოვენ, დაამტკიცონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის შტატის პედაგოგად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, მიეცეს მას იჯარით „ფიქრის გორა“ შეშის საწყობის გასამართად. კლდიაშვილი პირობას იძლევა, რომ ის ყოველ წლიურად გადაიხდის საიჯარო 1800 მანეთს. ხოლო იჯარის ვადა უნდა განისაზღვროს ცხრა წლით. გამგეობამ დააადგინა, გაეცა იჯარით „ფიქრის გორა“ არა ნაკლებ 6000 მანეთისა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ იოსების ძე ჩარექოვი ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლში (დაარსდა 1882 წელს) ექიმად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ლ. ბოცვაძე, იპ. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პლატონ დავითის ძე ხიზანაშვილი ქუთაისის პირველ დაწყებით სასწავლებელში (დაარსდა 1882 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული პლატონ სპირიდონის ძე ღიბრაძე 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის დანიშვნის საკითხი. განყოფილების გამგეობა თხოულობს, ხსენებული სკოლის მასწავლებლად ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია. გამგეობამ გადაწყვიტა, წინადადება მიეცეს ზუგდიდის განყოფილებას, სკოლა გადასცეს ადგილობრივ ერობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ ლუარსაბის ძე ვაჩეიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი რწმუნებულთა საერთო კრების დანიშვნის შესახებ. გამგეობის განჩინებით, კრება უნდა დანიშნულიყო 11 მაისს, უნდა მიეწერათ განყოფილებებისთვის დაუყოვნებლივ წარმოედგინათ წლიური ანგარიშები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გიორგი რაჟდენის ძე კაჭკაჭიშვილი 1882 წელს დაარსებულ ქუთაისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.