რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, იოანე ონანოვმა მთავრობას სთხოვა ნება დაერთოთ, რომ თავისი თბილისის ქარვასლა წმ. სტეფანეს საქალებო მონასტრისთვის ეჩუქებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჩხეიძეს დიდ ჯიხაიშში გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის შექმნა სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, თეიმურაზ ბაგრატიონის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივლისის „დროების“ ცნობით, ალხაზოვს და აგაპოვს თბილისისა და კოჯრის დამაკავშირებელი გზის პროექტზე უნდა ემუშავათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 10 ივლისს ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი, როგორც ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ივლისს ლუარსაბ მაღალაშვილის წინამძღოლობით რამდენიმე პირი ივანე მუხრან-ბატონთან გაემგზავრა, რათა ეთხოვათ, რომ სახელმწიფო—საადგილმამულო ბანკის მოქმედება ქართლ-კახეთზეც გავრცელებულიყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით უპატაკა გუბერნატორს, ილია ჭავჭავაძის საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 7 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძეს თაღლითურად ვაჭრობის გამო ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

