რეგისტრირებული ფაქტები89326
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის მაზრის აქციზის უფროსი მიხეილ პისანკო პირნათლად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ძირითადად დროს საბილიარდოში ატარებდა და თუ რომელიმე ვაჭარი ხელმოსაწერად მიუტანდა „ბლანკს“, ვაჭრებს ეუბნებოდა, რომ იქ ბილიარდის ოთახი იყო და არა ქარხანა, ამიტომ მათ დილიდან საღამომდე უწევდათ ლოდინი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი თელავის შესახებ. მისი გადმოცემით, თელავში მცხოვრები საზოგადოება ისევ ღვინის სმასა კარტის თამაშში ატარებდა დროს, ქალაქში უსუფთაობა იყო, პროდუქტს მაღალი ფასი ჰქონდა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ თელავის აზრის ახალი უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი მოახერხებდა ქალაქის გამოცოცხლებასა და განვითარებას.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი სოფელ შაქრიანში მოგზაურობის შესახებ. ის აღწერს, რომ ესტუმრა სოფლის მღვდელ ი. ლაშხაუროვს, რომელიც ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა და გაკვირვებას გამოთქვამს სასულიერო და სამოქალაქო მთავრობის უყურადღებობის გამო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ წარსულმა ომებმა აჭარასა და ქობულეთს ძალიან დიდი ზარალი და ზიანი მოუტანა, დამხმარე ძალა კი არსაიდან ჩანდა, მხოლოდ თავადი გრიგოლ გურიელი ცდილობდა მოსახლეობის დახმარებას.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია რომლის თანახმად გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილ „ალმანახში“ ის წუნს უდებდა საქართველოში არსებულ ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. ის ამბობდა, რომ ქართული გაზეთი ვერასდროს განვითარდებოდა ისე, როგორც რუსული და ევროპული გაზეთები.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში ნიკო ცხვედაძისგან 3 მანეთი მიიღეს, ნიკოლოზ ქანანოვისგან კი — 5 მანეთი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში შიო შიუკოვისგან და იაკობ გოგებაშვილისგან ხუთ-ხუთი მანეთი შემოწირულობა მიიღეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში დავით ავალიშვილისგან და დავით სუმბათაშვილისგან ოც-ოცი მანეთი შემოწირულობა მიიღეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებრევლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი ძველი გავაზის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სოფლის გზები ალექსანდრე აბხაზის შემწეობით გაუკეთებიათ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში ილია ჭავჭავაძისა და ლუარსაბ მაღალაშვილისგან ოც-ოცი მანეთი შემოწირულება მიიღეს.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი დაიბადა 1879 წლის თებერვალში სოფელ მელექედურში (ოზურგეთის რაიონი).
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის გადმოცემით მწერლებს სამგვარი მძიმე შრომა უწევდათ: ჯერ წიგნი უნდა შეედგინათ, შემდეგ თანხა გამოეღოთ დასაბეჭდად და ბოლოს სტამბის გამართულად მუშაობის საკითხიც მათ უნდა მოეგვარებინათ, რისთვისაც ძირითადად თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საქმე არაშემოსავლიანი იყო მათთვის, რამაც გამოიწვია წიგნების იშვიათი ბეჭდვა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მ. პეტრიძის მოსაზრება მწიგნობრობის განვითარების შესახებ. ის ამბობს, რომ ქართული მწერლობის სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა შექმნეს ბევრი გამოცემა და დაბეჭდეს უამრავი წიგნი, რაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ საზოგადოებასა და ლიტერატურის მცოდნე პირებს, ისინი დაცინვითა და გამომცემლების გაკიცხვით შემოიფარგლნენ.

