საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85184

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, რომელიც გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, ქალის მიერ საზოგადო მოღვაწეობისა და დედობის შეთავსების საკითხის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „მებრძოლი ქალის ტიპი“ ქალის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალებო, დამფუძნებელი კრება ახლოვდება“ დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 ცნობით, კორძაიას კერძო გიმნაზიაში მოხდა კონფლიქტი, მან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ მათ ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია მასწავლებელთა კავშირმა, საქმის გასარკვევად შეიქმნა მასწავლებელთა საგანგებო კომისია, რომელმაც 1-ლ ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილება, რომ კორძაიას სასწავლებლიდან დათხოვნილ მასწავლებლებს დაბრუნებოდათ თავიანთი ადგილები და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ეს სასწავლებელი გადასულიყო ქალაქის თვითმმართველობის ხელში ან მასწავლებელთა კავშირის განკარგულებაში იმ პირობით, რომ კორძაია დარჩენილიყო ამ სასწავლებლის საპატიო წევრად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბიხოვიდან სამხედრო რევოლუციურ კომიტეტს რუსი გენერლის, ლავრ გიორგის ძე კორნილოვის გაქცევას ატყობინებენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) ცნობით, მეზღვაურებმა „ობშეე დელოს“ რედაქცია გაჩხრიკეს და ბურცევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბოლშევიკების ხელში მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხე და სმოლნი დარჩა. დროებითმა მთავრობამ ვერ ჩაახშო ბოლშევიკების გამოსვლა, მთელი პეტროგრადი მათ ხელში იყო. სამხედრო რევოლუციური კომიტეტის განცხადებით, დროებითი მთავრობა გადადგა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გადავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ლენინმა გამოსცა დეკრეტი და მოითხოვა, მიწა ხალხის ხელში გადასულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, დროებითი მთავრობის მეთაური ალექსანდრე ფეოდორის ძე კერენსკი პეტროგრადში ჯავშნიანი მატარებელის მიშველებას ითხოვდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, IV” ქალთა უუფლებო მდგომარეობისა და უთანასწორობის შესახებ, ასევე სამტრედიაში დაფუძნებულ ქალთა კავშირსა და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N29 „რიონელი ქალის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი“, რომელშიც ავტორი უარყოფს ანტიფემინისტთა მოსაზრებას, რომ ქალები კონსერვატორები არიან.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქუთაისი, 6 ნოემბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს დამფუძნებელი კრებისა და მასში ქალთა თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ქალაქის თვითმმართველობას წინადადება მისცა, რომ დ. ქებაძის საპნის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა წითელ ხიდთან, გადაეტანათ ქალაქგარეთ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში ერობას შემოიღებენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტში 19 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე დანიშნულია ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კრება.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილის მისწერა, რომ რაკი მათ სახლს „ტრესტი“ დაიკავებდა და მათ ორ ოთახს დაუტოვებდა რამდენიმე დღით, ის, ანიჩკა შარაშიძე და თამარ შარაშიძე სამი დღით მოახერხებდნენ ბახვში ჩასვლას და გადაიხდიდნენ შალვა შარაშიძის პანაშვიდს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ოქტომბერს, კვირას, საღამოს 6 საათზე, კატო მიქელაძე ს ქალაქის სამკითხველოში უნდა წაეკითხა ლექცია „მნიშვნელობა ქალთა კავშირებისა“.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილს თბილისიდან ბახვში წერილით შეატყობინა, რომ შარაშიძეების ბახვის სახლი „ტრესტს“ უნდა დაეკავებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) აღმასრულებელი ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, შეიკრიბონ ყოველ კვირა საღამოს 6 საათზე ქალაქის სამკითხველოში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 რედაქტორ კატო მიქელაძის ცნობით, გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა ორშაბათობით.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ნ. დ. ავქსენტევი ს. რ. ფრაქციიდან გამოდის, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი მოქმედება და იმყოფებოდეს დამოუკიდებელ ფრაქციაში. მისი ადგილი გადაეცა გოცს, მას შემდეგ რაც ავქსენტევი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა პოპულარული წერილი ხელნაწერთა განყოფილების მასალების საფუძველზე.