საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85185

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გზათა დეპარტამენტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ გზათა ტექნიკოსის ხარისხზე გამოცდები დაასრულა. გამოცდა ჩააბარეს: ზაქარია კოშკაძემ, რომ. თოდრიამ და ვასილ წიტაიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იოსებ გრიშაშვილმა გამოსცა წიგნი „წითელ დროშას“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ იოსებ იმედაშვილმა არიელის ფსევდონიმით გამოქვეყნა სტატია „ავლაბრის აკადემია“, რომლითაც გააკრიტიკა იოსებ გრიშაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ ცხინვალში ოსების შემოსევის დროს დაიკარგა 14 წლის ნიკა ილიას ძე მაისურაძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ს. გოგეშვილმა და პ. ფირცხალაიშვილმა ბათუმის ქართულ გიმნაზიაში ექსტერნად რვა კლასის კურსი ჩააბარეს.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნ. შოშიტაიშვილმა ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ვ. შარაშიძემ ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს დ. ჩხიკვაძემ დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატია, რომლითაც მან გააკრიტიკა ჟურნალი „ცისარტყელა“.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს თ. ჩხიკვაძემ ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს აკაკი პაპავამ ჟურნალ „ცისარტყელაში“ დაბეჭდა 1913 წელს დაწერილი „თეატრის კრიზისი“.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ს. სესიაშვილმა ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნ. ღლონტმა ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს მ. ცინცაძემ დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ო. ნოდიამ ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ერენბურგმა „ცისფერყანწელთა“ ლექსები მოსკოვში წაიღო სათარგმნად და ჟურნალ „მესამე ინტერნაციონალში“ დასაბეჭდად.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ნ. ქუთათელაძემ ბათუმის ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს თ. თოდუამ დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს შ. თოთიბაძემ დაამთავრა ბათუმის ქართული გიმნაზია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, სერგეი რაფალოვიჩმა რუსულად თარგმნა გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლონდა“.