რეგისტრირებული ფაქტები80052
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისში გამართულ დედებისა და ბავშვების დაცვის დღეს ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ინა ჟორდანია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ოქტომბერს გამართული სატარიფო პალატის სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ა. გოლდმანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში ციმბირიდან თბილისში ჩამოვიდნენ დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, მისალმებოდნენ საქართველოს მთავრობას და გაეცნოთ ციმბირში მყოფ ქართველთა პოლიტიკური მდგომარეობა, ეთქვათ საქართველოში დაბრუნების სურვილზეც.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორსა და ბრიტანეთის წარმომადგენელს ამიერკავკასიაში გენერალ ბრაფს შორის დაიდო ხელშეკრულება ნატანებ-ბათუმის ნაწილზე რკინიგზის მოძრაობის გასაადვილებლად. ხელშეკრულება არის წმინდა საექსპლოატაციო ხასიათის და სრულიად არ შეესაბამება საკუთრების საკითხს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გიორგი ამილახვრის თხოვნა XV-XVI საუკუნეების საეკლესიო ჯვრის შესაძენად სათანადო თანხის გაღების შესახებ აზრის გამოსათქმელად დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისიას გადასცა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკი ბიქტორ ნიკოლოზის ძე ინწკირველი დუშეთის მაზრის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ამერიკაში საქართველოს წარმომადგენლად დავით ღამბაშიძე გაეგზავნათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
გამოძიებამ, რომელსაც პოლკოვნიკი ინწკირველი ხელმძღვანელობდა 1919 წლის 2 ოქტომბრის ინცინდენტში დამნაშავეები დაადგინა. ესენი იყვნენ: II ბატალიონის ოფიცერი გოგიტიძე, ლეიტენანტები ზედგენიძე და ქარუმიძე. ისინი თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართული ფილარმონიული საზოგადოების წევრები პოლკოვნიკ ესტატე მაჩაბლის თავმჯდომარეობით ქართული კლუბის დარბაზში შეიკრიბნენ და ქართული სამუსიკო საზოგადოების ახალი წესდება წარადგინეს. წესდების მიხედვით, ფილარმონიული საზოგადოების მთელი ქონება ახლად დაარსებულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივლისში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი და პროფესორი ივანე ჯავახიშვილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებლებს მიესალმნენ და მათთვის სამხედრო გიმნაზიაში გახსნილი (ორთვიანი) კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობამ კურსების ხარჯების ასანაზღაურებლად 25 000 მანეთი გამოყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის განკარგულებით პეტრე სურგულაძე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოსა და გერმანიას შორის საქონლის გამცვლელი კომისიის წევრად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.