საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80052

1924

ტიპი: ავტორობა

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძის საქმეში მოიპოვება მისი ორი წერილი: ერთი მეგობრისადმი მიწერილი კონტრრევოლუციის შესახებ, ხოლო მეორე − მენშევიკებისადმი მიწერილი ჩეკადან.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 აგვისტოს ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-11 კომისარიატის მილიციელმა წითელგვარდიელის დახმარებით დაიჭირა სახაზინო ხაზინდრის გაძარცვის მონაწილე წამალაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა გატაცებული ფული 9 000 მანეთი და რევოლვერი „ნაგანი“.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სტამბოლში გაემგზავრა მთიელთა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბამბატოვი, წევრები – კანტემიროვი და მიქაელ ხალილოვი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით, ევგენი იოსების ძე ძიძიგური იყო მემანქანე, ტექნიკოსი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა პლატონ მოდებაძის (ქალაქისთავი) თხოვნა უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებში სწავლის გადასახადის 200 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გადაწყვეტილება დაწყებით სასწავლებლებზე არ ვრცელდებოდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 7 აპრილს დაკავებულ ევგენი იოსების ძე ძიძიგურს ჰყავდა: ცოლი, ოლია – 23 წლის, დიასახლისი; დედა, კატო – 60 წლის, მცხოვრებნი სოფელ საჭიდაოში.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 7 აპრილამდე (დაპატიმრებამდე) ევგენი ძიძიგური სამტრედიის რაიონული კომიტეტის პრეზიდიუმისა და მე-3 ინტერნაციონალის წევრი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 7 აპრილს ქუთაისის პოლიტბიუროს უფროსმა ევგენი იოსების ძე ძიძიგური დააკავა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პლატონ მოდებაძე ჭიათურის ქალაქისთავი იყო. 

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია გადაწყდა. მათთვის, ვინც სამსახურში დარჩებოდა, ქართული ენის კურსები გაიხსნებოდა. პროგრამის შედგენა გამგეობის წევრ გიორგი კონიაშვილს დაევალა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რკინიგზის დროებით გენერალ-გუბერნატორად, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით, დაენიშნათ ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის საკათედრო ტაძარმა ზეიმით გადაიხადა ტაძრის დღესასწაული. წირვისა და პარაკლისის შემდეგ კინოთეატრ „კომეტაში“ დეკანოზმა იოანე ბობოხიძემ წაიკითხა ლექცია სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ. შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრო.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახალხო გვარდიის წარმომადგენელთა I ყრილობაზე გადაწყდა, რომ გვარდიელთა სამკერდე ნიშნის მხატვრისა და პროექტის ავტორ იაკობ ნიკოლაძისთვის 2000 მანეთი გადაეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მომარაგების მთავარმა სამმართველომ მიიღო გერმანული ფირმების „კორსის“ და „ემესგან“ შეძენილი 59 ვაგონი საქონელი – საგაზეთო, საფოსტო, საკანცელარიო და საკრედიტო ბილეთების ქაღალდები, სალითოგრაფიო საღებავი და მოწყობილობა და სხვ. საქონლის განაწილების გეგმა შრეიდერმა დაამუშავა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის ბრძანებით: ა) საქართველოს ყველა ტიპის ჯარში უნდა აღდგეს სამხედრო მისალმება, როგორც სამსახურის დროს, ისე სამსახურის გარეთ. ხარისხითა და წოდებით უფროსი მოვალეა პირველი მიესალმოს. ბ) იგივე წესი ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიწა-წყალზე იქნებიან და სამხედრო ფორმას ატარებენ. გ) სამხედრო მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი ქუდამდე უნდა მიიტანონ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის სექტემბერში ინგლისის ჯარების გადამყვანმა ელკინსმა დეპეშა გამოგზავნა, რომელშიც მადლობას უხდის გზათა უფროს ალექსანდრე კანდელაკს, ებლოვსა და ტ. ცქიტიშვილს.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა სტატია ბრიტანეთის ჯარების ამიერკავკასიიდან გეგმის მიხედვით დატოვების შესახებ. იმავე ნომერში გენერალ-მაიორმა ჯორჯ ნორთონ კორმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სახელზე მადლობის წერილი გამოაქვეყნა.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ჭკადუას ჰქონდა დაბალი განათლება.

1894

ტიპი: სტატუსი

1894 წელს დაიბადა გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა, სოციალური წარმოშობით თავადი.