რეგისტრირებული ფაქტები92900
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 მარტის დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადებით, მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად ილია ჭავჭავაძისთვის და კონსტანტინე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დრამატული საზოგადოების ახალი დასი შეადგინა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 18 მარტს დავით ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 17 მარტს ზაქარია ჭიჭინაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძეს შეესყიდა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 15 მარტს სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ეგნატე ნიკოლოზის ძე ნატრიაშვილი გარდაიცვალა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ საღამოზე კოტე ყიფიანმა, ნინო ორბელიანმა და ნოდარ ჯორჯაძემ წაიკითხეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 13 მარტს ონის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სოფრომ ნიკოლოზის ძე ბენდიანიშვილი გარდაიცვალა.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ სერგო მღებრიშვილის 3 თვით დაპატიმრება გადაწყვიტა.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ ქარუმიძეს ერთი თვით დაპატიმრება მიუსაჯა.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ დავით ვახვახიშვილს 1 თვით დაპატიმრება მიუსაჯა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ N3-ში დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ ევროპაში დაცულ მასალებს თავი მოუყარეს მარი ბროსემ და აზიურმა საზოგადოებამ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა ბიზანტიის ისტორიის (Histoire du Bas-Empire) მეცამეტე ტომში ჩართული სენ-მარტინის ბიოგრაფიაში. ეს ისტორია შეადგენილი იყო მე-18 საუკუნეში ჩარლზ ლე ბოს მიერ 21 ტომად. გამოიცა მე-13 ტომამდე 1824 წელს სენ-მარტინისგან, 1836 წელს კი დაასრულა ბროსემ.

