რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლიდან იასე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 54 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს პეტრე ხეცურიანი სოფელ ლუხვანოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი ვერის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ასწავლიდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ნ. ხუციშვილი გორის მაზრის სოფელ ახალქალაქის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ანტონ ნოზაძე შორაპნის მაზრის სოფელ წირქვალის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იასონ კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ველევის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლიდან გრიგოლ ყიფშიძე საქმისმწარმოებლად მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სოფრომ ხომერიკი ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭოღის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ბუგეულში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი სოფელ კაკაბეთში მღვდლად მსახურობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს გიორგი ცერცვაძე მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის სოფელ კირცხში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ბუგეულში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს მეფისნაცვალმა დიმიტრი სტაროსელსკიმ სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რის შედეგადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებულ პირველდაწყებით სკოლებში (პირველ განყოფილებაში) ქართულ ენაზე სწავლება ნებადართული გახდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ პირველდაწყებითი სკოლების პირველ განყოფილებაში ქართულ ენაზე სწავლება გააუქმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ სამინისტრო უწყების სკოლებში დიმიტრი სტაროსელსკის მიერ დამტკიცებული გეგმა გააუქმა და „კაზარმული დისციპლინა“ დანერგა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ლეონტი ჯაში მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის (ახლ. აბაშის რაიონი) სოფელ ქვატანის სკოლაში.

