რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი წმინდა სახარება, პლ. იოსელიანის გრამატიკა, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, ორ-ორი − „ბუნების კარი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, არითმეტიკული გამოცანები, 3 − ჭონქაძის „სურამის ციხე“, 5 − ანთ. ჯუღელის დედანი და ლოცვანი და 10 − „დედა ენა“.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მამაცაშვილი, ხოლო მოადგილე – იაკობ გოგებაშვილი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაზე კომიტეტის წევრებად აირჩიეს: თედო ჟორდანია, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე და ნიკო ნიკოლაძე.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების წევრები იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ნიკოლოზ ქანანოვი, ვახტანგ თულაშვილი და ვასილ თუმანიშვილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა, კირილე იანოვსკიმ დაწყებითი სკოლების სასწავლო გეგმა დაამტკიცა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს შეფერხებებით მიმდინარე ახალი თეატრის მშენებლობა შეჩერდა. არქიტექტორმა ვიქტორ შრეტერმა და მისმა მოადგილემ, პავლე შტერნმა მშენებლობა არქიტექტორ ოტო სიმონსონს გადააბარეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ნინო თარხან-მოურავის თაოსნობით სოფ. ახალქალაქის სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გიორგი ერისთავმა ბერლინში ვაჭარს 5 000 მანეთის ღირებულების ნივთები წაართვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს სოფიო თარხნიშვილმა ახალქალაქში წარმოდგენების გამართვის ორგანიზებაზე ხელმძღვანელობა იკისრა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ნინო თარხან-მოურავის თაოსნობით ახალქალაქში სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე ქართული დრამატული ამხანაგობის პირველ სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს სთხოვა, იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცა, რომ კირილე იანოვსკის განზრახვის – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება –განსახილველად მასთან მისულიყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს იან ამოს კომენსკის, იოჰან პესტალოცისა და სხვათა პედაგოგიური წიგნების მიწოდება სთხოვა. მას კირილე იანოვსკისთვის საპასუხო წერილის მომზადება სურდა.

