რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიის მოსაწვევი ბარათი. სესია ამავე წლის 24, 25 და 26 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 10 აგვისტოს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ბენია მაღლაკელიძის მეუღლისთვის საჭირო წამალი ეშოვა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 26 ივლისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს „ქართლის ცხოვრება“ გაუგზავნა და სთხოვა, რომ აუცილებლად წაეკითხა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის აპრილში თბილისიდან ბენია მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების დასახელება გაეგო და მისთვის გაეგზავნა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 10 თებერვალს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ გერმანიიდან ლადო მაღლაკელიძისთვის პროთეზი გაეგზავნა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 15 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ლადო მაღლაკელიძე გერმანიაში მას თავად გაუგზავნიდა პროთეზის ფულს.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის იანვარში გაიოზ მაღლაკელიძემ შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა და ვამეხ მაღლაკელიძეები დღესასწაულებზე მიუნხენიდან მასთან იყვნენ სტუმრად ჩასულები. ასევე აცნობა, რომ ახალი სამსახური იპოვა.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის მეორე დეკადაში. მისი დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მონაწილენი მიღწეული წარმატებებისათვის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძე – შრომის წითელი დროშის ორდენით.
1958
ტიპი: თანამდებობა
1958-1962 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი მიუნხენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.
1958
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1958 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

